არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის სიცოცხლის აზრი?

რა არის სიცოცხლის აზრი?

ბიბლია გვპასუხობს:

სიცოცხლის აზრთან დაკავშირებული კითხვის დასმა სხვადასხვაგვარად შეიძლება — „რატომ ვარსებობთ?“ ან „რისთვის გავჩნდით?“. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ჩვენი სიცოცხლე აზრს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ღმერთს დავუმეგობრდებით. მოდი, გავეცნოთ რამდენიმე ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებას:

  • ღმერთი ჩვენი შემოქმედია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან [ღმერთმა] შეგვქმნა“ (ფსალმუნი 100:3; გამოცხადება 4:11).

  • ღმერთს უმიზნოდ არაფერი შეუქმნია, მათ შორის, არც ჩვენ (ესაია 45:18).

  • ღმერთმა ჩვენში სულიერი მოთხოვნილება და იმის სურვილი ჩადო, რომ გვეპოვა ცხოვრების აზრი (მათე 5:3). მას სურს, დავიკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილება (ფსალმუნი 145:16).

  • სულიერ მოთხოვნილებას იმ შემთხვევაში დავიკმაყოფილებთ, თუ ღმერთს დავუმეგობრდებით. შესაძლოა ღმერთთან დამეგობრება ვინმეს შეუძლებლად მიაჩნდეს, მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8; 2:23).

  • ღმერთს რომ დავუახლოვდეთ, მისი განზრახვების თანახმად უნდა ვიცხოვროთ. იმას კი, თუ რა არის მისი განზრახვა, ბიბლია ეკლესიასტეს 12:13-ში გვიცხადებს: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“.

  • მომავალში ღვთის განზრახვის სრულად შესრულებას მაშინ ვიხილავთ, როცა ღმერთი აღმოფხვრის ტანჯვას და მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს თავის მეგობრებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან (ფსალმუნი 37:10, 11).

 

გაიგეთ მეტი

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.