წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ შეგიძლიათ დასძლიოთ სიკვდილის შიში?

როგორ შეგიძლიათ დასძლიოთ სიკვდილის შიში?

ბიბლია გვპასუხობს

სიკვდილი ჩვენთვის დაუძინებელი მტერივითაა. ამიტომაც გვეშინია მისი. ასე რომ, წინდახედულობას ვიჩენთ და ყველანაირად ვუფრთხილდებით საკუთარ სიცოცხლეს (1 კორინთელები 15:26). მაგრამ, როდესაც ადამიანებს საფუძველს მოკლებული, მცდარი შეხედულებებისა თუ ცრურწმენის გამო აქვთ სიკვდილის შიში, ისინი „მთელი სიცოცხლე მონობაში“ არიან (ებრაელები 2:15). სიმართლის ცოდნა გვათავისუფლებს პანიკური შიშისგან, რომელსაც შეუძლია სიხარული წაგვართვას ცხოვრებაში (იოანე 8:32).

სიმართლე მკვდრების მდგომარეობის შესახებ

  • ● მკვდრები არაფერს გრძნობენ (ფსალმუნი 146:4). თქვენ არ უნდა გქონდეთ იმის შიში, რომ სიკვდილის შემდეგ ტკივილს იგრძნობთ ან დაიტანჯებით, რადგან ბიბლია სიკვდილს ძილს ადარებს (ფსალმუნი 13:3; იოანე 11:11—14).

  • ● მკვდრები ვერ მოგვაყენებენ ზიანს. ყველაზე ძლიერი და სასტიკი მტრებიც კი სიკვდილის შემდეგ „უსიცოცხლოთა კრებულში განისვენებენ“ (იგავები 21:16). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ქრება მათი ... სიძულვილი და შური“ (ეკლესიასტე 9:6).

  • ● სიკვდილი არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს. ღმერთი მკვდრეთით აღადგენს მიცვალებულებს და მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

  • ● ღმერთი გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4). ამ პერიოდის შესახებ ბიბლიაში წერია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

 

გაიგეთ მეტი

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

ბიბლიაში ჩაწერილია რვა მკვდრეთით აღდგომის შემთხვევა. რა თქვეს მათ თავიანთ მდგომარეობაზე?