არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა ხდება სიკვდილის დროს?

რა ხდება სიკვდილის დროს?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5; ფსალმუნი 146:4). აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი კვდება, წყვეტს არსებობას. მკვდარს არაფრის კეთება არ შეუძლია; ის ვერც ფიქრობს და ვერც ვერაფერს გრძნობს.

„მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“

ღმერთმა პირველ კაცს, ადამს, აუხსნა, თუ რა ხდება სიკვდილის დროს. ვინაიდან ადამმა დაუმორჩილებლობა გამოავლინა, ღმერთმა უთხრა მას: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). ადამი არ არსებობდა მანამ, სანამ ღმერთი შექმნიდა მას „მიწის მტვრისგან“ (დაბადება 2:7). ამიტომ, როცა ადამი მოკვდა, ის ისევ მტვრად იქცა და შეწყვიტა არსებობა.

იგივე ემართება მათ, ვინც დღეს კვდება. ბიბლია როგორც ადამიანებზე, ისე ცხოველებზე ამბობს: „ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან“ (ეკლესიასტე 3:19, 20).

სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული

ბიბლიაში ხშირად სიკვდილი ძილთან არის შედარებული (ფსალმუნი 13:3; იოანე 11:11—14; საქმეები 7:60). როცა ვინმეს ღრმად სძინავს, ვერაფერს გრძნობს, რა ხდება მის გარშემო. მსგავსად ამისა, მკვდრებიც უგრძნობ მდგომარეობაში არიან და ვერაფერს გრძნობენ. მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთს შეუძლია, ასე ვთქვათ, გამოაღვიძოს მკვდარი და სიცოცხლე დაუბრუნოს (იობი 14:13—15). ასე რომ, მათთვის, ვისაც ღმერთი მკვდრეთით აღადგენს, სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული.