წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საიდან იღებს სათავეს ჰელოუინი?

საიდან იღებს სათავეს ჰელოუინი?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიაში არსადაა მოხსენიებული ჰელოუინი. თუმცა, ამ დღესასწაულის წარმოშობის ისტორია და მასთან დაკავშირებული თანამედროვე წეს-ჩვეულებები საპირისპიროს მოწმობს. ეს დღესასწაული დასაბამს იღებს მიცვალებულებთან თუ დემონებთან დაკავშირებული არაერთი ცრურწმენიდან.

ბიბლია გვაფრთხილებს: „არ იყოს შენში ... ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი“ (კანონი 18:10—12). მართალია, ბევრი ჰელოუინს უწყინარ გართობად მიიჩნევს, მაგრამ ბიბლიის თვალსაზრისი განსხვავებულია. 1 კორინთელების 10:20, 21-ში ვკითხულობთ: „არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ. შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც“.

ჰელოუინის წარმოშობის ისტორია და წეს-ჩვეულებები

  1. სამჰეინი. ჰელოუინი, როგორც ჩანს, სათავეს იღებს «უძველესი კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულიდან, რომელსაც 2 000 წელზე მეტი ხნით ადრე კელტები აღნიშნავდნენ. კელტებს სწამდათ, რომ იმ დროს, როცა სამჰეინს აღნიშნავდნენ, მკვდრების სულები ადამიანებს შორის დაეხეტებოდნენ. მათი რწმენის თანახმად, სამჰეინის დღესასწაულზე ცოცხლები მკვდრებს „ხვდებოდნენ“ » (The World Book Encyclopedia). ბიბლია კი ნათლად გვიჩვენებს, რომ „მკვდრებმა ... არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). აქედან გამომდინარე, მკვდრებს არავისთან ურთიერთობა არ შეუძლიათ.

  2. ჰელოუინის კოსტიუმები, ტკბილეული და ცნობილი რიტუალი „ფული ან სული!“. ერთი წიგნის თანახმად, სამჰეინის დღესასწაულზე ზოგი კელტი ისეთ მოსასხამში ეხვეოდა, რომ მოჩვენებას ემსგავსებოდა, რათა მიცვალებულთა სულებს ისიც მკვდარი ჰგონებოდათ და არაფერი დაეშავებინათ. სხვები კი ტკბილეულით ცდილობდნენ მიცვალებულთა გულის მოგებას. შუა საუკუნეების ევროპაში კათოლიკე მღვდლებმა გადმოიღეს თავიანთ ტერიტორიაზე გავრცელებული წარმართული წეს-ჩვეულებები და მრევლს მოუწოდებდნენ, სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილებს კარდაკარ ევლოთ და მოწყალება ეთხოვათ (Halloween — An American Holiday, An American History). ბიბლიაში სრულიად საწინააღმდეგოს ვკითხულობთ — წარმართული წეს-ჩვეულებები არ უნდა აღრეულიყო ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (2 კორინთელები 6:17).

  3. მოჩვენებები, ვამპირები, მგელკაცები, ჯადოქრები და ზომბები. ყველაფერი ეს, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ბოროტ სულთა სამყაროს უკავშირდება (Halloween Trivia). ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი, რომ ბოროტ სულებთან ერთად კი არ უნდა ვიზეიმოთ, არამედ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ (ეფესოელები 6:12).

  4. ჰელოუინის გოგრა ანუ „ჯეკის ფარანი“. შუა საუკუნეების ბრიტანეთში „კარდაკარ მოსიარულენი მასპინძლებს ჰპირდებოდნენ, რომ მოწყალების სანაცვლოდ მათი მკვდრებისთვის ილოცებდნენ. მათ თან დაჰქონდათ გამოღრუტნული თალგამი, რომელშიც სანთელი ენთო, რასაც განსაწმენდელში მყოფი სულის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ“ (Halloween —From Pagan Ritual to Party Night). სხვათა აზრით კი, ამით ბოროტ სულებს აფრთხობდნენ. XIX საუკუნეში, ჩრდილოეთ ამერიკაში, თალგამი გოგრამ ჩაანაცვლა, რადგან გოგრა უხვად მოჰყავდათ და თანაც, მისი ამოჭრა და გამოღრუტნა ადვილი იყო. როგორც ვხედავთ, ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნას საფუძვლად უდევს ცრუ სწავლებები სულის უკვდავების, განსაწმენდელისა თუ მიცვალებულთა სულებისთვის აღვლენილი ლოცვების შესახებ, რაც არაბიბლიურია (ეზეკიელი 18:4).

 

გაიგეთ მეტი

სიმართლე ჰელოუინზე

გაიგეთ ჰელოუინისა და მსგავსი დღესასწაულების ბნელით მოცული ისტორია.

უნდა აღვნიშნავდეთ დღესასწაულებს?

საიდან იღებს სათავეს თქვენს მხარეში ფართოდ გავრცელებული დღესასწაულები? პასუხებმა შეიძლება გაგაოცოთ.