წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

წინასწარ არის განსაზღვრული, როდის მოკვდება ადამიანი?

წინასწარ არის განსაზღვრული, როდის მოკვდება ადამიანი?

ბიბლია გვპასუხობს:

რასაკვირველია, არა. წინასწარ ნამდვილად არ არის განსაზღვრული, როდის მოვკვდებით. ბიბლია მხარს არ უჭერს ბედისწერის შესახებ სწავლებას; ის გვიმხელს, რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლება „დრო და შემთხვევა“ გახდეს (ეკლესიასტე 9:11).

ბიბლიაში ხომ წერია, რომ „სიკვდილს თავისი დრო აქვს“?

დიახ, ეკლესიასტეს 3:2-ში ვკითხულობთ, რომ არის „შობის დრო და სიკვდილის დრო; დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო“. მაგრამ, თუ ამ მუხლის კონტექსტს დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ აქ საუბარია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენათა უწყვეტ ციკლზე (ეკლესიასტე 3:1—8). როგორც იმის დაჯერებაა არალოგიკური, რომ ღმერთი წინასწარ უდგენს მიწათმოქმედს დღეს, როდის უნდა დაიწყოს დარგვა, ისე ისიც არალოგიკურია, რომ ღმერთმა ადამიანს წინასწარ დაუდგინოს, როდის მოკვდება. ამ ბიბლიური მუხლების მთავარი აზრი შემდეგში მდგომარეობს: არ უნდა ჩავეფლოთ ყოველდღიურ საქმეებში ისე, რომ დრო აღარ დაგვრჩეს ჩვენი შემოქმედისთვის (ეკლესიასტე 3:11; 12:1, 13).

შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება?

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, ცხოვრებაში მიღებული ბრძნული გადაწყვეტილებებით შეგვიძლია გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბრძენის კანონი სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახისთვის გვერდს ააქცევინებს კაცს“ (იგავები 13:14). მოსემაც მსგავსი რამ უთხრა ისრაელებს; ისინი დღეგრძელები იქნებოდნენ, თუ დაიცავდნენ ღვთის მცნებებს (კანონი 6:2). მეორე მხრივ, არაგონივრული მოქმედებით ადამიანმა შეიძლება უდროოდ მოისწრაფოს სიცოცხლე (ეკლესიასტე 7:17).

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რაც არ უნდა გონივრულად ვიქცეოდეთ და ვუფრთხილდებოდეთ საკუთარ სიცოცხლეს, საბოლოო ჯამში სიკვდილს მაინც ვერ გავექცევით (რომაელები 5:12). მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ბიბლია გვპირდება, დადგება დრო, როცა „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4).

გაიგეთ მეტი

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? ვნახავთ ოდესმე ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს კვლავ?

რა არის სიცოცხლის აზრი?

დაგბადებიათ ოდესმე კითხვა: „რა არის სიცოცხლის აზრი?“. ნახეთ, რას გვპასუხობს ბიბლია ამ კითხვაზე.