წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როდის ჩაიწერა ბიბლიაში იესოს ცხოვრება?

როდის ჩაიწერა ბიბლიაში იესოს ცხოვრება?

ბიბლია გვპასუხობს:

იმ დროს, როდესაც მოციქული იოანე იესოს ცხოვრებას აღწერდა, ასეთი რამ დაწერა: „ეს თვითმხილველმა დაამოწმა და მისი დამოწმება ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.“ (იოანე 19:35).

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიაში იესოს შესახებ ჩაწერილ ინფორმაციას ის არის, რომ სახარებებში მოთხრობილი მოვლენების მრავალი თვითმხილველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მაშინ, როდესაც მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე იესოს ცხოვრებას აღწერდნენ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, მათეს სახარება იესოს სიკვდილიდან 8 წლის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 41 წელს დაიწერა. მრავალი სწავლული უფრო გვიან წლებს ასახელებს, მაგრამ საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების წერა პირველ საუკუნეში დასრულდა.

იმ ადამიანებს, ვინც იესოს ცხოვრების, სიკვდილისა თუ აღდგომის თვითმხილველები იყვნენ, შეეძლოთ დაედასტურებინათ სახარებისეული ცნობების უტყუარობა. აგრეთვე ადვილად შეეძლოთ ხმამაღლა გაეცხადებინათ ნებისმიერი უზუსტობის შესახებ. პროფესორი ფ. ბრუსი აღნიშნავს: „ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი ის არის, რომ მოციქულები ქადაგების დროს ხალხს მათთვის კარგად ცნობილ ფაქტებზე უმახვილებდნენ ყურადღებას. ისინი მათ იმას კი არ ეუბნებოდნენ, რომ ‘ჩვენ გავხდით ამ ყველაფრის მოწმეო’, არამედ „როგორც თვითონვე იცითო“ (საქმეები 2:22).