წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?

რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?

ბიბლია გვპასუხობს:

ვინ უნდა ესაუბროს ბავშვებს სექსზე? ბიბლია ამ პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებს. ბევრ მშობელს, ვინც გადაწყვიტა ამ საკითხზე შვილს დალაპარაკებოდა, ქვემოთ მოცემული რჩევები გამოადგა.

  • ნუ მოგერიდებათ. ბიბლია თავისუფლად საუბრობს სექსთან დაკავშირებულ თემებზე და არაერთხელ იხსენიებს ადამიანის სასქესო ორგანოებს. ღმერთმა ისრაელ ერს მითითება მისცა, რომ ასეთი საკითხები ბავშვებისთვისაც ესწავლებინათ (კანონი 31:12; ლევიანები 15:2, 16—19). შვილს ღირსეულად და სრული სერიოზულობით უნდა ესაუბროთ სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე. არც სასქესო ორგანოები მოიხსენიოთ აგდებულად, რითაც შვილს დაანახვებთ, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია.

  • ნუ მიაწვდით მთელ ინფორმაციას ერთ ჯერზე. გარდატეხის ასაკში მყოფ შვილს ინფორმაცია ეტაპობრივად მიაწოდეთ. თითოეულ ჯერზე მხოლოდ იმით შემოიფარგლეთ, რის გაგებასაც თქვენი შვილი შეძლებს (1 კორინთელები 13:11).

  • ჩაუნერგეთ ზნეობრივი ფასეულობები. ზოგ სკოლაში შესაძლოა ისწავლება სექსოლოგია. თუმცა, ბიბლია მოუწოდებს მშობლებს, რომ მხოლოდ მოზარდის სქესობრივ განვითარებასა და ანატომიის ზოგად საკითხებზე კი არ ესაუბრონ შვილებს, არამედ ზნეობრივი ფასეულობებიც ჩაუნერგონ (იგავები 5:1—23).

  • მოუსმინეთ. ნუ გექნებათ მძაფრი რეაქცია, როცა შვილი სექსთან დაკავშირებით გისვამთ კითხვას და ნურც ნაჩქარევად დაასკვნით რამეს. პირიქით, „სწრაფი იყავით მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

დაიცავით თქვენი შვილი სექსუალური მოძალადეებისგან

ასწავლეთ შვილს, წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეს

  • შეიტყვეთ მეტი. გაიგეთ, ჩვეულებრივ, როგორ იქცევიან სექსუალური მოძალადეები (იაკობი 1:19; იხილეთ 32-ე თავი წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ ტომი 1).

  • იყავით საქმის კურსში. თუ ვინმესთან ტოვებთ შვილს, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლება. ნუ მიუშვებთ შვილს თავის ნებაზე (იგავები 29:15).

  • შეუქმენით შვილს სწორი თვალსაზრისი მორჩილებაზე. ბავშვებს უნდა ასწავლოთ მორჩილება (კოლოსელები 3:20). მაგრამ, თუ შვილს იმას ეტყვით, რომ ყოველთვის დაუჯეროს ყველა უფროსი ასაკის ადამიანს, შესაძლოა ის მოძალადის მსხვერპლი გახდეს. ქრისტიანმა მშობლებმა უნდა გააფრთხილონ ბავშვი, რომ თუ ვინმე ისეთი რამის გაკეთებას სთხოვს, რაც იეჰოვას არ მოსწონს, არ უნდა გააკეთოს (საქმეები 5:29).

  • დაიცავით თქვენი შვილი. ასწავლეთ შვილს, როგორ მოიქცეს მაშინ, როცა თქვენ მის გვერდით არ ხართ და ვინმე ბოროტად სარგებლობს ამით. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ასეთ დროს და ასწავლეთ შვილს, როგორ მოიცილოს თავიდან მოძალადე. შესაძლოა ურჩიოთ, რომ თავის შემავიწროებელს უთხრას: „თავი დამანებე! იცოდე, ყველაფერს ვიტყვი!“. სასურველია, თუ დროდადრო შეახსენებთ ბავშვს, რა პასუხი გასცეს მოძალადეს, რადგან ერთხელ ნათქვამი შეიძლება დაავიწყდეს (კანონი 6:7).

 

გაიგეთ მეტი

დავეხმაროთ შვილებს, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა

როგორ დაგეხმარებათ იესოს მაგალითი, იყოთ წარმატებული მშობელი?