არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?

მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიის ზოგ თარგმანში ებრაული სიტყვა „შეოლ“ და ბერძნული სიტყვა „ჰადეს“ „ჯოჯოხეთად“ არის ნათარგმნი. ორივე სიტყვა საერთო საკაცობრიო სამარეზე მიუთითებს (ფსალმუნი 16:10; საქმეები 2:27). ბევრს სჯერა, რომ არსებობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ეს იმ ილუსტრაციიდანაც კარგად ჩანს, რომელიც ამ სტატიას თან ერთვის. თუმცა, ბიბლია სულ სხვა რამეს ასწავლის:

  1. ისინი, ვინც ჯოჯოხეთში ანუ სამარეში არიან, არაფერს გრძნობენ. „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10).

  2. ჯოჯოხეთში ანუ სამარეში კარგი ადამიანებიც ხვდებიან. ერთგულმა მამაკაცებმა, იაკობმა და იობმა, იცოდნენ, რომ ერთხელაც მოკვდებოდნენ და სამარეში მოხვდებოდნენ (დაბადება 37:35; იობი 14:13).

  3. ცოდვის საზღაური სიკვდილია და არა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში წამება. „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7).

  4. თუ არსებობს მარადიული საწამებელი, ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი (კანონი 32:4). როდესაც პირველმა კაცმა, ადამმა, შესცოდა, ღმერთმა უთხრა მას, რომ დაისჯებოდა და შეწყვეტდა არსებობას: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). თუ ღმერთმა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში საწამებლად გაიმეტა ადამი, გამოდის, რომ სიცრუე უთქვამს.

  5. ღმერთს აზრადაც არ მოსვლია, რომ ვინმე ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ეწამებინა. მხოლოდ ის აზრიც კი, რომ ღმერთი ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ტანჯავს, ეწინააღმდეგება ბიბლიას, სადაც ვკითხულობთ, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8; იერემია 7:31).