წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის ცოდვა?

რა არის ცოდვა?

ბიბლია გვპასუხობს:

ცოდვა არის ნებისმიერი ისეთი ქმედება, განწყობა ან ფიქრი, რაც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება. ცოდვად აგრეთვე ითვლება ღვთის კანონების დარღვევა ანუ იმის კეთება, რაც არასწორია ან უსამართლობაა ღვთის თვალში (1 იოანე 3:4; 5:17). ბიბლია აგრეთვე ცოდვას უწოდებს უმოქმედობას, ანუ როცა ადამიანი არ აკეთებს იმას, რაც იცის, რომ სწორია (იაკობი 4:17)

„ცოდვად“ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვები ნიშნავს „აცდენას“, მაგალითად მიზნის აცდენას ან აღებული კურსიდან გადახვევას. ძველ ისრაელში რჩეული მეომრები „ისე ისროდნენ ქვებს, რომ თმის ღერს არ აცილებდნენ“. „აცილებად“ ნათარგმნი სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ცოდვისგან თავის არიდებას“ (მსაჯულები 20:16). აქედან გამომდინარე, ცოდვის ჩამდენი, ასე ვთქვათ, ღვთის სრულყოფილი ზნეობრივი ნორმებიდან უხვევს.

ღმერთი ჩვენი შემოქმედია, ამიტომ მას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ნორმები (გამოცხადება 4:11). თითოეული ჩვენგანი ანგარიშვალდებულია მის წინაშე (რომაელები 14:12).

შესაძლებელია, რომ სრულიად ავარიდოთ თავი ცოდვას?

რა თქმა უნდა, არა. ბიბლიაში წერია, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23; 1 მეფეები 8:46; ეკლესიასტე 7:20; 1 იოანე 1:8). რა არის ამის მიზეზი?

პირველი ადამიანები, ადამი და ევა თავიდან უცოდველები და სრულყოფილები იყვნენ; და ეს იმიტომ, რომ ღმერთმა ისინი თავის ანარეკლად შექმნა (დაბადება 1:27). მაგრამ ისინი ეურჩნენ ღმერთს და შედეგად დაკარგეს სრულყოფილება (დაბადება 3:5, 6, 17—19). მათ თავიანთ შთამომავლობას მემკვიდრეობით გადასცეს ცოდვა და არასრულყოფილება (რომაელები 5:12). ისრაელის მეფე დავითი ამბობდა: „ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“ (ფსალმუნი 51:5).

ყველა ცოდვა ერთნაირად სერიოზულია?

რასაკვირველია, არა. მაგალითად, ბიბლიაში სოდომელებზე ნათქვამია, რომ „დიდად სცოდავდნენ იეჰოვას“ და მათი ცოდვები „მეტისმეტად მძიმე“ იყო (დაბადება 13:13; 18:20). დავფიქრდეთ, რა განსაზღვრავს ცოდვის სიმძიმეს:

  1. სერიოზულობა. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ ისეთ ცოდვებს, როგორიცაა სექსუალური უზნეობა, კერპთაყვანისმცემლობა, ქურდობა, ლოთობა, გამოძალვა, მკვლელობა და სპირიტიზმი (1 კორინთელები 6:9—11; გამოცხადება 21:8). ბიბლია განასხვავებს ასეთ ცოდვებს დაუფიქრებლად ან უნებლიედ ჩადენილი ცოდვებისგან; მაგალითად, ეს შეიძლება გულისხმობდეს ისეთ ცოდვას, როცა სხვებს ჩვენი სიტყვით თუ საქციელით გულს ვტკენთ (იგავები 12:18; ეფესოელები 4:31, 32). მიუხედავად ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ უმნიშვნელოდ არ ჩავთვალოთ ასეთი სახის ცოდვები, რადგან ამან შეიძლება სერიოზულ ცოდვამდე მიგვიყვანოს და ღვთის კანონები დაგვარღვევინოს (მათე 5:27, 28).

  2. მოტივი. ზოგი ღვთის მოთხოვნებს უგულებელყოფს და ამგვარად სჩადის ცოდვას (საქმეები 17:30; 1 ტიმოთე 1:13). მართალია, ასეთ ცოდვებს გამართლება არა აქვს, მაგრამ ბიბლია განასხვავებს მათ ისეთი ცოდვებისგან, როცა ვინმე განზრახ არღვევს ღვთის კანონებს (რიცხვები 15:30, 31). განზრახ ჩადენილი ცოდვები ბოროტი გულიდან იღებს სათავეს (იერემია 16:12).

  3. სიხშირე. ბიბლია აგრეთვე განსხვავებას აკეთებს ერთხელ ჩადენილ ცოდვასა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მრავალჯერ ჩადენილ ცოდვებს შორის (1 იოანე 3:4—8). ის, ვინც შეგნებულად სცოდავს მას შემდეგაც კი, რაც გაიგო, რა არის სწორი, ღვთის მკაცრ სასჯელს დაიტეხს თავს (ებრაელები 10:26, 27).

მას, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მოსვენება აქვს დაკარგული. მაგალითად, მეფე დავითი წერდა: „თავზე გადამდის ჩემი დანაშაული, უმძიმეს ტვირთად მაწევს“ (ფსალმუნი 38:4). მაგრამ ბიბლიაში მანუგეშებელი სიტყვები წერია: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).

გაიგეთ მეტი

თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ცდუნებას!

სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ, არ აჰყვეთ ცდუნებას.

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

მართლა ზრუნავს ღმერთი ჩვენზე და გვეხმარება პრობლემების დროს?

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.