წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის სულიწმიდა?

რა არის სულიწმიდა?

ბიბლია გვპასუხობს:

სულიწმიდა ანუ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა (მიქა 3:8; ლუკა 1:35). ღმერთი წმინდა სულის მეშვეობით ახორციელებს ყველა თავის განზრახვას (ფსალმუნი 104:30; 139:7).

ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სული“ ითარგმნა ებრაული სიტყვიდან „რუახ“ და ბერძნული სიტყვიდან „პნევმა“. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ღვთის მოქმედ ძალასთან, იგივე წმინდა სულთან მიმართებაში გამოიყენება (დაბადება 1:2). თუმცა ბიბლია ამ სიტყვებს სხვა მნიშვნელობითაც იყენებს, მაგალითად:

ზემოხსენებულ ჩამონათვალს საერთო ის აქვს, რომ ადამიანისთვის რაღაც უხილავზე მიუთითებს, რომელსაც ხილული შედეგების გამოწვევა შეუძლია. მსგავსადვე, ღვთის სული „ქარივით უხილავი და ძლიერია“ (Vine’s Expository Dictionary of New Testament Words).

ბიბლიაში ღვთის წმინდა სული მოხსენიებულია, როგორც ღვთის „ხელები“ და „თითები“ (ფსალმუნი 8:3; 19:1; ლუკა 11:20; შეადარეთ მათეს 12:28). როგორც მოქანდაკე ქმნის საკუთარი „ხელებით და თითებით“ შედევრს, ისე ღმერთიც თავისი სულით ქმნის ყოველივეს. მაგალითად, მან თავისი სულით ...

წმინდა სული პიროვნება არ არის

ბიბლიაში ღვთის წმინდა სული მოხსენიებულია სიტყვებით „ხელები“, „თითები“ და „სუნთქვა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა სული პიროვნება არ არის (გამოსვლა 15:8, 10). როგორც მოქანდაკის ხელები მისგან დამოუკიდებლად ვერ იმოძრავებს, ასევე წმინდა სულიც ღვთისგან დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს (ლუკა 11:13). ბიბლია ღვთის სულს წყალს ადარებს და რწმენასა და ცოდნასთან აკავშირებს. ასეთი შედარება იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა სული პიროვნება არ არის (ესაია 44:3; საქმეები 6:5; 2 კორინთელები 6:6).

ბიბლიაში მოხსენიებულია იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი; მაგრამ მასში ვერსად შეხვდებით წმინდა სულის სახელს (ესაია 42:8; ლუკა 1:31). ქრისტიანმა წამებულმა სტეფანემ ზეციურ ხილვაში ორი პიროვნება დაინახა და არა სამი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მან კი, წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო“ (საქმეები 7:55). სწორედ წმინდა სულის, ღვთის მოქმედი ძალის, დახმარებით შეძლო სტეფანემ ამ ხილვის ნახვა.

მცდარი შეხედულებები წმინდა სულზე

მცდარი შეხედულება: „სულიწმიდა“ ანუ წმინდა სული პიროვნებაა და, ამასთანავე, სამების ნაწილი, რასაც მხარს უჭერს 1 იოანეს 5:7, 8 (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

სინამდვილე: საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში 1 იოანეს 5:7, 8-ში ვკითხულობთ: „რადგან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან. და სამნი მოწმობენ მიწაზე“. თუმცა, როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს სიტყვები მოციქულ იოანეს არ დაუწერია, ამიტომ ის არ არის ბიბლიის ნაწილი. ბიბლეისტი ბრუს მეცგერი თავის ნაშრომში „ტექსტუალური კომენტარები ბერძნულ ახალ აღთქმაზე“ ამბობს: «ეს სიტყვები შეთხზულია და არანაირად არ უნდა ეწეროს „ახალ აღთქმაში“».

მცდარი შეხედულება: ბიბლია აპიროვნებს წმინდა სულს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წმინდა სული პიროვნებაა.

სინამდვილე: ბიბლია ზოგჯერ მართლაც აპიროვნებს წმინდა სულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პიროვნებაა. ბიბლია სიბრძნეს, სიკვდილს და ცოდვასაც აპიროვნებს (იგავები 1:20; რომაელები 5:17, 21). მაგალითად, სიბრძნეზე ნათქვამია, რომ მას „საქმეები“ აქვს და „შვილები“ ჰყავს, ხოლო ცოდვაზე ვკითხულობთ, რომ ის ადამიანში სურვილებს აღძრავს, აცდუნებს მას და კლავს (მათე 11:19; ლუკა 7:35; რომაელები 7:8, 11).

მსგავსადვე, იესოს სიტყვების ციტირებისას, მოციქულმა იოანემ გააპიროვნა წმინდა სული და მას უწოდა „დამხმარე“ („პარაკლეტე“), რომელიც ამოწმებს, ხელმძღვანელობს, ლაპარაკობს, ისმენს, აცხადებს, ადიდებს და იღებს. სიტყვა „დამხმარის“ აღმნიშვნელად იოანემ გამოიყენა მამრობითი სქესის ნაცვალსახელები (იოანე 16:7—15). მიზეზი ის იყო, რომ სიტყვა „დამხმარე“ (ბერძნულად „პარაკლეტოს“) მამრობითი სქესის არსებითი სახელია, რომელიც ბერძნული გრამატიკის მიხედვით მამრობითი სქესის ნაცვალსახელს შეიწყობს. როდესაც იოანემ წმინდა სული მოიხსენია საშუალო სქესის არსებითი სახელით „პნევმა“, მან საშუალო სქესის ნაცვალსახელი გამოიყენა (იოანე 14:16, 17).

მცდარი შეხედულება: სულიწმიდის სახელით ნათლობა იმაზე მიუთითებს, რომ სულიწმინდა პიროვნებაა.

სინამდვილე: ზოგჯერ ბიბლიაში სიტყვა „სახელი“ მოხსენიებულია ძალის ან ავტორიტეტის აღმნიშვნელად (კანონი 18:5, 19—22; ესთერი 8:10). მაგალითად, როდესაც ვამბობთ „კანონის სახელით“, ცხადია, არ ვგულისხმობთ, რომ კანონი პიროვნებაა. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი „წმინდა სულის სახელით“ ინათლება, ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს წმინდა სულის ძალასა და როლს ღვთის ნების შესრულებაში (მათე 28:19).

მცდარი შეხედულება: იესოს მოციქულებსა და პირველ საუკუნეში მცხოვრებ სხვა ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ სულიწმიდა პიროვნება იყო.

სინამდვილე: ამ აზრს ვერც ბიბლიაში შეხვდებით და ვერც სხვა სანდო ისტორიულ წყაროებში. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „სულიწმიდამ ცალკე მდგომი პიროვნების მნიშვნელობა ... ახ. წ. 381 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე შეიძინა“. ამ დროისთვის 250-ზე მეტი წელი იყო გასული ბოლო მოციქულის სიკვდილიდან.

გაიგეთ მეტი

ვინ არის ღმერთი?

აქვს ღმერთს სახელი და ზრუნავს ის ჩვენზე?

სიცრუე, რომელმაც ღმერთი საიდუმლოების საბურველში გახვია

სამების დოგმატი არის ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის, გავიცნოთ ღმერთი და შევიყვაროთ ის. შეგიძლიათ შეიყვაროთ ისეთი ადამიანი, რომლის გაცნობაც შეუძლებელია ან გიჭირთ მისი გაგება?