წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

ბიბლია გვპასუხობს:

როდესაც ვლოცულობთ, ღმერთს იესოს სახელით უნდა მივმართოთ, რადგან ღმერთი მხოლოდ ასეთ ლოცვებს იწონებს. იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). იესომ თავის ერთგულ მოციქულებს ესეც უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ“ (იოანე 16:23).

სხვა მიზეზები, რის გამოც ღმერთს იესოს სახელით უნდა მივმართოთ:

  • ამგვარად ჩვენ პატივს ვცემთ იესოსა და მის მამას, იეჰოვა ღმერთს (ფილიპელები 2:9—11).

  • ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასა და იესოს მიერ ჩვენ გადასარჩენად გაღებულ მსხვერპლს (მათე 20:28; საქმეები 4:12).

  • ამგვარად ვაღიარებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იესოა შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის (ებრაელები 7:25).

  • ამგვარად ვაფასებთ იესოს, როგორც მღვდელმთავარს, რომელიც გვეხმარება, ღმერთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს (ებრაელები 4:14—16).