არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რატომ კვდებიან ადამიანები?

რატომ კვდებიან ადამიანები?

ბიბლია გვპასუხობს:

ბუნებრივია, დაგვებადოს კითხვა, რატომ კვდება ადამიანი განსაკუთრებით მაშინ, როცა სიკვდილი ახლობელს გვაცლის ხელიდან. ბიბლიაში წერია: „სიკვდილის ნესტარი ცოდვაა“ (1 კორინთელები 15:56).

რატომ სცოდავენ ადამიანები და კვდებიან?

პირველი ადამიანები, ადამი და ევა, დაიხოცნენ, რადგან ღვთის წინაშე შესცოდეს (დაბადება 3:17—19). მათ ღვთისადმი ურჩობის გამო სიკვდილი დაიტეხეს თავს. სწორედ დაუმორჩილებლობის გამო დაკარგეს სიცოცხლე, რომლის წყაროც ღმერთია (ფსალმუნი 36:9; დაბადება 2:17).

ადამმა მემკვიდრეობით გადასცა ყველა თავის შთამომავალს ცოდვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). ყველა კვდება, რადგან ყველამ შესცოდა (რომაელები 3:23).

როგორ მოეღება ბოლო სიკვდილს?

ღმერთი გვპირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ (ესაია 25:8). ღმერთი აღმოფხვრის სიკვდილი მიზეზს, ცოდვას, და ამგვარად მოუღებს ბოლოს სიკვდილს. ღმერთი ამას იესო ქრისტეს, „ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელის“, მეშვეობით გააკეთებს (იოანე 1:29; 1 იოანე 1:7).

 

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და საერთოდ რატომ ვკვდებით?