არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

კრძალავს ბიბლია სქესობრივ ურთიერთობას?

კრძალავს ბიბლია სქესობრივ ურთიერთობას?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას სიამოვნების მიღების მიზნით. პირიქით, მასში ვკითხულობთ, რომ ეს ღვთის ძღვენია, რომელიც მან დაქორწინებულებს უბოძა. ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“ და დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 31). როდესაც ღმერთმა შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი, მან თქვა, რომ ისინი უნდა გამხდარიყვნენ „ერთი ხორცი“ (დაბადება 2:24). ეს კავშირი ინტიმურ კავშირსაც გულისხმობდა, რასაც თან ახლდა სქესობრივი სიამოვნებისა და ემოციური სიახლოვის განცდა.

ბიბლიაში აღწერილია, რა სიამოვნებას განიცდის ქმარი ცოლთან ამგვარი სიახლოვის დროს: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან ... ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი, მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ“ (იგავები 5:18, 19). ღვთის განზრახვის თანახმად, ქალსაც უნდა მიეღო სიამოვნება სქესობრივი ურთიერთობის შედეგად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს“ (1 კორინთელები 7:3).

რა შემთხვევაშია მიუღებელი სქესობრივი კავშირი?

ღმერთმა სქესობრივი ურთიერთობით სიამოვნების მიღების ძღვენი მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს უბოძა; ებრაელების 13:4-ში ვკითხულობთ: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“. დაქორწინებული წყვილები ერთმანეთის ერთგულნი უნდა დარჩნენ და ამგვარად პირნათლად შეასრულონ ერთმანეთის წინაშე დადებული აღთქმა. ისინი არ უნდა იყვნენ ეგოისტები და მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე არ უნდა იფიქრონ; უნდა მიჰყვნენ ბიბლიაში ჩაწერილ პრინციპს: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

 

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის

ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და შვილებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს სიყვარულის გამოვლენაში. რას ვსწავლობთ იესოსგან?