წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ნამდვილად არსებობს ეშმაკი?

ნამდვილად არსებობს ეშმაკი?

ბიბლია გვპასუხობს:

დიახ, ეშმაკი ნამდვილად არსებობს. ის არის სულიერი ქმნილება, „ქვეყნიერების მმართველი“, რომელიც გაბოროტდა და ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრა (იოანე 14:30; ეფესოელები 6:11, 12). ბიბლია მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს და წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი პიროვნებაა:

ეშმაკი არ არის უბრალოდ ადამიანში არსებული ბოროტება

ზოგი ფიქრობს, რომ სატანა ეშმაკი უბრალოდ ადამიანებში არსებული ბოროტებაა. თუმცა, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ სატანა ღმერთს ელაპარაკებოდა. ღმერთი სრულყოფილია და ამიტომ, შეუძლებელია, ის თავის თავში არსებულ ბოროტებას დალაპარაკებოდა (კანონი 32:4; იობი 2:1—6). სატანა იესოსაც დაელაპარაკა, რომელიც უცოდველი იყო, და მისი ცდუნება სცადა (მათე 4:8—10; 1 იოანე 3:5). აქედან გამომდინარე, ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ეშმაკი რეალური პიროვნებაა და არა უბრალოდ ბოროტების განსახიერება.

გასაკვირია, რომ ბევრს არ სჯერა ეშმაკის არსებობის? სულაც არა, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სატანა ეშმაკი მიზნის მისაღწევად არაერთ მზაკვრულ ხრიკს მიმართავს (2 თესალონიკელები 2:9, 10). ეშმაკმა ადამიანებს დააჯერა, რომ არ არსებობს და ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილია (2 კორინთელები 4:4).

კიდევ რა მცდარი წარმოდგენა არსებობს ეშმაკზე?

სიცრუე: ლუციფერი ეშმაკის კიდევ ერთი სახელია.

სინამდვილე: ებრაული სიტყვა, რომელსაც ზოგიერთი ბიბლია „ლუციფერად“ თარგმნის, „მანათობელს“ ნიშნავს (ესაია 14:12). კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს სიტყვა ბაბილონის სამეფო დინასტიას ეხება, რომელიც ღმერთმა ქედმაღლობის გამო დაამდაბლა (ესაია 14:4, 13—20). სიტყვა „მანათობელი“ ბაბილონის დინასტიას ირონიულად მას შემდეგ უწოდეს, რაც ის დაეცა.

სიცრუე: ღმერთი სატანას „ხალხის დასასჯელად“ იყენებს.

სინამდვილე: ეშმაკი ღვთის მტერია და არა მისი მსახური. სატანა წინააღმდეგობას უწევს და ბრალს სდებს ღვთის მსახურებს (1 პეტრე 5:8; გამოცხადება 12:10).

 

გაიგეთ მეტი

ნუთუ ეს სურდა ღმერთს?

ალბათ, საგონებელში ხარ ჩავარდნილი, რატომ გვაქვს დღეს ამდენი პრობლემა. იცი, რას გვასწავლის ბიბლია მომავალთან დაკავშირებით? მალე ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწაზე დიდი ცვლილებები მოხდება და შენ შეგიძლია საკუთარი თვალით იხილო ეს სასიხარულო მოვლენები.