წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ დამყარდება მშვიდობა დედამიწაზე?

როგორ დამყარდება მშვიდობა დედამიწაზე?

ბიბლია გვპასუხობს:

დედამიწაზე მშვიდობა ადამიანური ძალისხმევის შედეგად კი არა, ღვთის სამეფოს — ზეციერი მთავრობის მეშვეობით დამყარდება, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს. ვნახოთ რას ამბობს ბიბლია ამ შესანიშნავ მომავალთან დაკავშირებით.

  1. ღმერთი „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“, რომ შეასრულოს თავისი დაპირება და მოუტანოს „მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ფსალმუნი 46:9; ლუკა 2:14).

  2. ღვთის სამეფო ზეციდან მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 7:14). ის მთელ მსოფლიოში აღმოფხვრის უამრავი კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს — ნაციონალიზმს.

  3. ღვთის სამეფოს მეფე, იესო, რომელსაც ბიბლიაში „მშვიდობის მთავარი“ ეწოდება, დაამყარებს მშვიდობას, რომელსაც „ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7).

  4. მოძალადე ადამიანები ვერ იცხოვრებენ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, რადგან „ძალადობის მოყვარული სძულს მის [ღვთის] სულს“ (ფსალმუნი 11:5; იგავები 2:22).

  5. ღმერთი თავის ქვეშევრდომებს ასწავლის, როგორ უნდა იცხოვრონ ერთმანეთთან მშვიდობიანად. ამ დასწავლების შედეგებს ბიბლია გვიმხელს: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:3, 4).

დღეს, მთელ მსოფლიოში, მილიონობით იეჰოვას მოწმე ღვთისგან სწავლობს, თუ როგორ გახდეს მშვიდობისმყოფელი (მათე 5:9). ჩვენ მრავალ ეთნიკურ ჯგუფს მივეკუთვნებით და 230-ზე მეტ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ არ ვიღებთ იარაღს მოყვასის წინააღმდეგ.

იეჰოვას მოწმეები დღესვე ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას.

 

გაიგეთ მეტი

რა არის სასიხარულო ცნობა?

გაიგეთ რა არის სასიხარულო ცნობა ღვთისგან, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა მოითხოვება თქვენგან.

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?