წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რატომ არის ასე რთული მსოფლიოში მშვიდობის დამყარება?

რატომ არის ასე რთული მსოფლიოში მშვიდობის დამყარება?

ბიბლია გვპასუხობს:

მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად ადამიანების მიერ გაწეული ყველა ძალისხმევა მარცხით დასრულდა. ამ საკითხში წარმატების მიღწევა შეუძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ღმერთს ადამიანები თავიანთ თავზე მმართველობის უნარით არ შეუქმნია, ასე რომ, მათ არ შეუძლიათ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება.

  • იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:3, 4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). საუკეთესო მოტივებით აღძრულ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი არ ძალუძთ ომის გამომწვევი მიზეზების ძირფესვიანად აღმოფხვრა.

  • ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან ... სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები“ (2 ტიმოთე 3:1—4). ჩვენ ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ და მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა გამო ძნელია მშვიდობის შენარჩუნება.

  • ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ეშმაკი ღვთის მტერია და რადგან მისი მოქმედების სფერო მხოლოდ დედამიწით შემოიფარგლება, ის ცდილობს, რომ ადამიანები თავისი ბოროტი სულის გავლენაში მოაქციოს. ვიდრე ეშმაკი „ქვეყნიერების მმართველია“, ჩვენ ვერ შევძლებთ მშვიდობიან პირობებში ცხოვრებას (იოანე 12:31).

  • ის [ღვთის სამეფო] დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). ნებისმიერი ადამიანური მთავრობებისგან განსხვავებით, მხოლოდ ღვთის სამეფო დააკმაყოფილებს ჩვენს სურვილს და დაამყარებს მარადიულ მშვიდობას მსოფლიოში (ფსალმუნი 145:16).