არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სინამდვილეში რა ხდება კლინიკური სიკვდილის დროს?

სინამდვილეში რა ხდება კლინიკური სიკვდილის დროს?

ბიბლია გვპასუხობს:

ზოგი, ვისაც კლინიკური სიკვდილი გადაუტანია, ამბობს, რომ მათმა სულმა დროებით დატოვა სხეული. ზოგი კი ამბობს, რომ დაინახეს კაშკაშა სინათლე ან საოცრად ლამაზი ადგილი იხილეს. ერთ წიგნში ვკითხულობთ: „ზოგი კი ყვება, რომ სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდა“ (Recollections of Death). მართალია, ბიბლიაში არც კლინიკური სიკვდილის შემთხვევებია ნახსენები და არც იმას აღწერს ვინმე, რა ნახა ამ დროს, მაგრამ ღვთის სიტყვიდან ერთ რამეს ნათლად ვხედავთ — ასეთი ხილვები არ მეტყველებს იმაზე, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს.

მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში კი არ გადადის ადამიანი, არამედ წყვეტს არსებობას და ვეღარც ვეღარაფერზე ფიქრობს. სწავლება იმის შესახებ, რომ სული უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სხეულს ტოვებს, არაბიბლიურია (ეზეკიელი 18:4). ასე რომ, შეუძლებელია, კლინიკური სიკვდილის დროს ვინმემ თვალი მოჰკრას ზეციურ დიდებას, ჯოჯოხეთის ცეცხლს ან იმქვეყნიურ ცხოვრებას.

თქვა რამე ლაზარემ საიქიო ცხოვრებაზე?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ლაზარე მოკვდა, რომელიც ოთხი დღის შემდეგ იესომ აღადგინა (იოანე 11:38—44). თუ ლაზარე ოთხი დღის მანძილზე სხვა სამყაროში სიცოცხლით ტკბებოდა, განა სისასტიკე არ იქნებოდა, რომ იესოს კვლავ დედამიწაზე საცხოვრებლად დაებრუნებინა. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ლაზარეს არაფერი უთქვამს საიქიო ცხოვრებაზე. მას რამე რომ ენახა, აუცილებლად მოყვებოდა. საყურადღებოა ისიც, რომ იესომ ლაზარეს სიკვდილი ძილს შეადარა, რითაც აჩვენა, რომ მკვდარი ლაზარე არაფერს გრძნობდა (იოანე 11:11—14).