არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე?

რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე?

ბიბლია გვპასუხობს:

ცხადია, ღმერთს არ ჰყავს პირდაპირი გაგებით ცოლი, ვისთანაც შვილები ეყოლებოდა; მაგრამ ის არის ყოველივეს შემოქმედი (გამოცხადება 4:11). ამის გამო, მის პირველ ქმნილებას, ადამს „ღვთის ძე“ ეწოდა (ლუკა 3:38). ბიბლია გვასწავლის, რომ იესოც ღმერთმა შექმნა და მაშასადამე, მასაც „ღვთის ძე“ ეწოდება (იოანე 1:49).

ადამის შექმნამდე ღმერთმა იესო შექმნა. იესოსთან დაკავშირებით პავლე მოციქულმა დაწერა: „ის უხილავი ღვთის ანარეკლია, პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (კოლოსელები 1:15). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო ბეთლემში დაბადებამდე უკვე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ბიბლიაში წერია: „ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან“ (მიქა 5:2). დედამიწაზე დაბადებამდე იესო ზეცაში სულიერი ქმნილება და ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო. მან თვითონ თქვა, რომ ზეციდან იყო ჩამოსული (იოანე 6:38; 8:23).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

რატომ გამოგზავნა ღმერთმა იესო დედამიწაზე?

გაიგეთ, რატომ გამოგზავნა ღმერთმა თავისი ძე დედამიწაზე და რით არის ეს დღეს ჩვენთვის კარგი.