არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მხოლოდ კარგი ადამიანი იყო იესო?

მხოლოდ კარგი ადამიანი იყო იესო?

ბიბლია გვპასუხობს:

იესო მხოლოდ კარგი ადამიანი არ ყოფილა. ერთი რამ უდავოა, კაცობრიობის ისტორიაში იესო ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობენ მის შესახებ ცნობილი ისტორიკოსები და მწერლები:

ეჭვგარეშეა, იესო ნაზარეთელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში“ (ჰ. უელსი, ინგლისელი ისტორიკოსი).

დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი ადამიანი [იესო] იყო, და მისი გავლენა სულ უფრო და უფრო იზრდება“ (კენეტ სკოტ ლატურეტი, ამერიკელი ისტორიკოსი და მწერალი).

ბიბლია გვატყობინებს, თუ რატომ მოახდინა იესომ დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ კარგ ადამიანთა შორის, ყველაზე დიდი გავლენა კაცობრიობაზე. ერთხელ, როცა იესომ თავის მოწაფეებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ, ვინ იყო ის, ერთ-ერთმა უპასუხა: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მათე 16:16).