არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

შეუძლია ეშმაკს ადამიანების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა?

შეუძლია ეშმაკს ადამიანების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა?

ბიბლია გვპასუხობს:

ეშმაკი და დემონები იმდენად დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე, რომ ბიბლია ამბობს: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა მეთოდებს მიმართავს ეშმაკი, რომ ადამიანები თავის გავლენაში მოაქციოს.

  • სიცრუე. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, „მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:11). მისი ერთ-ერთი ხრიკია, ადამიანებს დააჯეროს, რომ მისი მსახურები სინამდვილეში ღვთის მსახურები არიან (2 კორინთელები 11:13—15).

  • სპირიტიზმი. ეშმაკს ადამიანები შეცდომაში შეჰყავს მედიუმების, მკითხავების და ასტროლოგების მეშვეობით (კანონი 18:10—12). გარდა ამისა, ნარკოტიკები, ჰიპნოზი და მედიტაცია, რომელიც გონებას ყოველგვარი ფიქრისგან ათავისუფლებს, ადამიანებს ეშმაკის გავლენის ქვეშ აქცევს (ლუკა 11:24—26).

  • ცრუ რელიგია. რელიგიები, რომელიც ცრუ მოძღვრებებს ასწავლიან, ადამიანებს ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებენ (1 კორინთელები 10:20). ბიბლია ასეთ ცრუ მოძღვრებებს „დემონურ სწავლებებს“ უწოდებს (1 ტიმოთე 4:1).

  • დემონებით შეპყრობა. ბიბლიაში ჩაწერილია შემთხვევები, როდესაც ბოროტ სულებს ადამიანები თავის გავლენაში ჰყავდათ მოქცეული. დემონებით შეპყრობილი ადამიანები ზოგჯერ უსინათლოები ან მუნჯები იყვნენ, ზოგი კი საკუთარ თავსაც აყენებდა ზიანს (მათე 12:22; მარკოზი 5:2—5).

რა გავაკეთოთ, რომ ეშმაკის გავლენაში არ მოვექცეთ

თქვენ არ უნდა გეშინოდეთ დემონების, რადგან ბიბლია დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ გაუწიოთ ეშმაკს წინააღმდეგობა:

  • ისწავლეთ ეშმაკის მეთოდების ამოცნობა, „რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელები 2:11).

  • შეისწავლეთ ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. ბიბლიური პრინციპების გამოყენება ეშმაკის ზეგავლენისგან დაგიცავთ (ეფესოელები 6:11—18).

  • თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც დემონიზმს უკავშირდება (საქმეები 19:19). ეს შეიძლება იყოს მუსიკა, წიგნები, ჟურნალები, პლაკატები და ფილმები, რომლებიც სპირიტიზმში მონაწილეობისკენ უბიძგებს ადამიანებს.

 

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

სულიერი ქმნილებები რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე?

ბიბლიაში ვკითხულობთ ანგელოზებსა და დემონებზე. ნამდვილად არსებობენ ეს სულიერი ქმნილებები? შეუძლიათ მათ გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე?