წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ არის გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი?

ვინ არის გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული ალისფერი მხეცი?

ბიბლია გვპასუხობს:

გამოცხადების მე-17 თავში აღწერილი ალისფერი მხეცი ასიმბოლოებს ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანიც ყველა ერის გაერთიანებაა. თავდაპირველად ის ერთა ლიგის სახელით იყო ცნობილი, ახლა კი მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეწოდება.

როგორ ამოვიცნოთ ალისფერი მხეცი

  1. პოლიტიკური ორგანიზაცია. ალისფერ მხეცს აქვს „შვიდი თავი“, რომლებიც განასახიერებს „შვიდ მთას“ და „შვიდ მეფეს“ ანუ მმართველ ძალებს (გამოცხადება 17:9, 10). ბიბლიაში მოხსენიებული მთები და მხეცები ასიმბოლოებს მთავრობებს (იერემია 51:24, 25; დანიელი 2:44, 45; 7:17, 23).

  2. განასახიერებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას. ალისფერი მხეცი ძალიან ჰგავს გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებულ შვიდთავიან მხეცს, რომელიც განასახიერებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას. ორივე მხეცს აქვს შვიდი თავი, ათი რქა და ღვთისმგობელი სახელები (გამოცხადება 13:1; 17:3). ეს მსგავსებები იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია დამთხვევა იყოს. ასე რომ, ალისფერი მხეცი განასახიერებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას (გამოცხადება 13:15).

  3. სხვა მმართველებისგან გაძლიერებული. ალისფერი მხეცი „წარმოიშობა“ მიწიერი მმართველებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი არიან მისი სულისჩამდგმელები (გამოცხადება 17:11, 17).

  4. რელიგიასთან კავშირში. „დიდი ბაბილონი“, რომელიც მოიცავს მსოფლიოს ყველა ცრუ რელიგიას, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ზის ალისფერ მხეცზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდ ბაბილონს გავლენა აქვს მასზე (გამოცხადება 17:3—5).

  5. შეურაცხყოფს ღმერთს. მხეცი სავსეა „ღვთისმგმობელი სახელებით“ (გამოცხადება 17:3).

  6. დროებით უმოქმედო. ალისფერი მხეცი დროებით „უფსკრულში“ * ანუ უმოქმედო მდგომარეობაში იქნება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ გააქტიურდება (გამოცხადება 17:8).

^ აბზ. 10 ვაინის „ახალი აღთქმის“ სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, „უფსკრულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მეტისმეტად ღრმას“. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ მიხედვით, ეს სიტყვა სიტყვასიტყვით „უძირო ორმოს“ ნიშნავს. ბიბლიაში ის მიუთითებს ადგილზე ან მდგომარეობაზე, როცა ვინმე შებორკილი ან სრულიად უმოქმედო მდგომარეობაშია.

იხილეთ გაეროს ქარტიის მე-2 პუნქტი.

მაგალითად, 1918 წელს ამერიკაში რამდენიმე პროტესტანტული მიმდინარეობის საბჭომ განაცხადა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა „ღმერთის სამეფოს პოლიტიკური გამოხატულება დედამიწაზე“. 1965 წელს ქალაქ სან-ფრანცისკოში შეიკრიბნენ ბუდისტები, კათოლიკები, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები, ინდუიზმის მიმდევრები, მუსულმანები, იუდაიზმის მიმდევრები და პროტესტანტები და ერთობლივად აღავლინეს ლოცვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. 1979 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სამართლიანობის უმაღლესი ფორუმი“.

იხილეთ გაეროს ქარტიის 1-ლი პუნქტი.

გაიგეთ მეტი

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

საშიშროებას ხომ არ უქმნიან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას?

ეყოლება მსოფლიოს ერთი ხელისუფლება?

წარმოიდგინეთ, მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც მსოფლიოში ერთი ხელისუფლება მოგვიტანს. რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი დაამყარებს ასეთ ხელისუფლებას? ვინ იქნება იდეალური მმართველი?