არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?

რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?

ბიბლია გვპასუხობს

ბიბლიაში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა მომხდარიყო (მათე 24:3). დროის ამ პერიოდს ღვთის სიტყვა „ბოლო დღეებს“ და „ბოლო დროს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 8:19). ქვემოთ ჩამოთვლილია მოვლენები, რომლებიც „ბოლო დღეებში“ სრულდება:

  • ომები (მათე 24:7; გამოცხადება 6:4).

  • შიმშილობა (მათე 24:7; გამოცხადება 6:5, 6).

  • დიდი მიწისძვრები (ლუკა 21:11).

  • ეპიდემიები (ლუკა 21:11).

  • უკანონობის გამრავლება (მათე 24:12).

  • დედამიწის დაზიანება (გამოცხადება 11:18).

  • ადამიანები არიან უმადურები, ორგულები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, მათთან შეუძლებელია მორიგება (2 ტიმოთე 3:1—4).

  • ინგრევა ოჯახები, რადგან ადამიანები არიან „თბილ გრძნობებს მოკლებულები“, ბავშვები — „მშობლების ურჩები“ (2 ტიმოთე 3:2, 3).

  • ბევრს უნელდება ღვთისადმი სიყვარული (მათე 24:12).

  • ყველასთვის ცხადი ხდება რელიგიური თვალთმაქცობა (2 ტიმოთე 3:5).

  • ნათელი ეფინება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, მათ შორის „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს (დანიელი 12:4).

  • სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს (მათე 24:14).

  • აღსასრულის მიმართ ადამიანებს გულგრილი და ცინიკური დამოკიდებულება აქვთ (მათე 24:37—39; 2 პეტრე 3:3, 4).

  • ზემოთ ჩამოთვლილი წინასწარმეტყველებების უმეტესობა ერთდროულად სრულდება (მათე 24:33).

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დიახ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით „ბოლო დღეები“ 1914 წელს დაიწყო. ამ წელს ღვთის სამეფომ მმართველობა დაიწყო ზეცაში და სატანა მის დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა, რითაც მათი მოქმედების არეალი შეზღუდა (გამოცხადება 12:7—12). სატანა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რაც მათ აზროვნებასა და მოქმედებებში აისახება; შედეგად, „ბოლო დღეები“ მძიმე და ძნელად ასატანია (2 ტიმოთე 3:1).