არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დასაშვებია დაქორწინებული წყვილისთვის კონტრაცეპტივების გამოყენება?

დასაშვებია დაქორწინებული წყვილისთვის კონტრაცეპტივების გამოყენება?

ბიბლია გვპასუხობს:

იესოს თავისი მიმდევრებისთვის არ დაუვალებია, რომ შვილები ყოლოდათ. არც მის რომელიმე მოწაფეს მიუცია ასეთი მითითება სხვებისთვის. ბიბლიაშიც არსად არის ნათქვამი, რომ ღმერთი კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას. ამ საკითხთან დაკავშირებით რომაელების 14:12-ში წერია: „ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“.

ამიტომ, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, იყოლიებენ თუ არა შვილებს. მათ აგრეთვე შეუძლიათ გადაწყვიტონ, რამდენ ბავშვს იყოლიებენ და როდის. ცოლ-ქმარმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, გამოიყენებენ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო ისეთ საშუალებებს, რომლებიც აბორტს არ იწვევს. მათი განსჯის უფლება არავის აქვს (რომაელები 14:4, 10—13).