წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას ამბობს ბიბლია ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებაზე?

რას ამბობს ბიბლია ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებაზე?

ბიბლია გვპასუხობს:

ჩვენმა შემოქმედმა ქორწინებასთან დაკავშირებით წესები ბევრად უფრო ადრე დაადგინა, ვიდრე მთავრობები დაიწყებდნენ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონების მიღებას. ბიბლიის პირველი წიგნი გვეუბნება: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). „ბიბლიური სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, „ცოლად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვაში „მდედრობითი სქესის ადამიანი მოიაზრება“. იესომ დაადასტურა, რომ მხოლოდ „კაცსა და ქალს“ შორის არის მისაღები დაქორწინება (მათე 19:4).

ასე რომ, ღვთის განზრახვის თანახმად ქორწინება არის მუდმივი კავშირი, რაშიც კაცსა და ქალს შორის ინტიმური ურთიერთობაც იგულისხმება. კაცი და ქალი ერთმანეთის შემავსებლებად არიან შექმნილნი, მათ უნდა დააკმაყოფილონ ერთმანეთის ემოციური და სექსუალური მოთხოვნილებები და შეუძლიათ იყოლიონ შვილები.

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ჰომოსექსუალიზმზე? შესაძლებელია ასიამოვნო ღმერთს იმის მიუხედავად, თუ საკუთარი სქესის ადამიანები გიზიდავს?

გიზიდავს შენივე სქესის ადამიანები? ნიშნავს ეს, რომ ჰომოსექსუალისტი ხარ?

არასწორია, თუ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები გაქვს? როგორ უნდა მოიქცე?