წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?

რას ამბობს ბიბლია აბორტზე?

ბიბლია გვპასუხობს:

ღვთის თვალში სიცოცხლე წმინდაა. მისთვის ემბრიონი უკვე ცოცხალი არსებაა. მეფე დავითმა ღვთივშთაგონებით დაწერა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი“ (ფსალმუნი 139:16). ღმერთმა ბრძანა, რომ თუ ვინმე ზიანს მიაყენებდა ჯერარდაბადებულ ბავშვს, პასუხი უნდა ეგო. ასე რომ, ღვთის თვალში ჯერარდაბადებული ბავშვისთვის სიცოცხლის მოსწრაფება მკვლელობაა (გამოსვლა 20:13; 21:22, 23).

რა შეიძლება ითქვას, თუ მშობიარობის დროს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება და საქმე დედის ან შვილის სიცოცხლის გადარჩენაზე მიდგება? ასეთ შემთხვევაში წყვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვისი სიცოცხლეა უფრო მნიშვნელოვანი.