არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

ბიბლია გვპასუხობს:

თვითონ ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გაგება. თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობა არც ძნელი გასაგებია „არც მიუწვდომელი“ (კანონი 30:11).

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება

  1. გქონდეთ სწორი დამოკიდებულება. გჯეროდეთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. იყავით თავმდაბალი, რადგან ღმერთი ამაყებს ეწინააღმდეგება (1 თესალონიკელები 2:13; იაკობი 4:6). გარდა ამისა, არაფერი ირწმუნოთ ბრმად — ღმერთს სურს, რომ გააზრებულად ვცეთ თაყვანი (რომაელები 12:1, 2).

  2. სთხოვეთ ღმერთს სიბრძნე. იგავების 3:5-ში ვკითხულობთ: „საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“. სთხოვეთ ღმერთს სიბრძნე, რომ ჩასწვდეთ ბიბლიას (იაკობი 1:5).

  3. რეგულარულად გამოიკვლიეთ. უფრო მეტს გაიგებთ ბიბლიიდან, თუ რეგულარულად გამოიკვლევთ (იესო ნავეს ძე 1:8).

  4. თემატურად შეისწავლეთ. ბიბლიის თემატურად შესწავლა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევას გულისხმობს, ბიბლიის გაგების საუკეთესო საშუალებაა. დაიწყეთ „სწავლების საწყისებით“ და შემდეგ ისწრაფეთ მოწიფულობისკენ (ებრაელები 6:1, 2). მუხლები ერთმანეთს უნდა შეადაროთ, რომ გაიგოთ, როგორ უკავშირდება ბიბლიის მონაკვეთები ერთმანეთს, ის მონაკვეთებიც კი, რომლებიც „ძნელად გასაგებია“ (2 პეტრე 3:16).

  5. დახმარებისთვის სხვებს მიმართეთ. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დახმარებისთვის მივმართოთ მას, ვინც ბიბლიურ სწავლებებს სწვდება (საქმეები 8:30,  31). იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიის შესწავლას სთავაზობენ, როგორც ამას პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ. ისინი ბიბლიურ მუხლებს იყენებენ იმისათვის, რომ ადამიანებს დაანახვონ, თუ რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია (საქმეები 17:2, 3).

რა არ არის საჭირო

  1. განსაკუთრებული ნიჭი და განათლება. იესოს 12 მოციქული კარგად ერკვეოდა წმინდა წერილებში და სხვებსაც ასწავლიდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათ „უსწავლელ და უბრალო“ ადამიანებად მიიჩნევდა (საქმეები 4:13).

  2. ფული. თქვენ შეგიძლიათ სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლოთ ბიბლია. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).