წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის წინასწარმეტყველება?

რა არის წინასწარმეტყველება?

ბიბლია გვპასუხობს:

წინასწარმეტყველება არის ღვთისგან შთაგონებული ცნობა, ღვთიური გამოცხადება. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველებს „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:20, 21). აქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველი ღვთისგან მიღებულ ცნობას სხვებს გადასცემს (საქმეები 3:18).

როგორ გადასცემდა ღმერთი ცნობას წინასწარმეტყველებს?

ღმერთი სხვადასხვა საშუალებით გადასცემდა წინასწარმეტყველთ თავის აზრებს:

  • წერილობით. ღმერთმა ეს მეთოდი მაშინ გამოიყენა, როცა მოსეს ათი მცნება წერილობით გადასცა (გამოსვლა 31:18).

  • ანგელოზების მეშვეობით. მაგალითად, ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით აუხსნა მოსეს, რა უნდა ეთქვა ეგვიპტის ფარაონისთვის (გამოსვლა 3:2—4, 10). როცა თითოეული სიტყვა მნიშენლოვანი იყო, ღმერთი მათ ანგელოზების მეშვეობით კარნახობდა ადამიანებს, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში მოხდა. ღმერთმა მოსეს უთხრა: „ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვების თანახმად ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“ (გამოსვლა 34:27). *

  • ხილვებით. ზოგჯერ წინასწარმეტყველი ცხადად ხედავდა ხილვას (ესაია 1:1; აბაკუმი 1:1). ზოგი ხილვა იმდენად ცხადი იყო, რომ წინასწარმეტყველი მონაწილეობასაც იღებდა მასში (ლუკა 9:28—36; გამოცხადება 1:10—17). ზოგჯერ კი ადამიანი მაშინ ხედავდა ხილვას, როცა ძილ-ბურანში იყო (საქმეები 10:10, 11; 22:17—21). ღმერთი თავისი აზრების გადასაცემად სიზმრებსაც იყენებდა (დანიელი 7:1; საქმეები 16:9, 10).

  • შთაგონებით. წინასწარმეტყველებს ღმერთი თავის აზრებს შთააგონებდა. ეს კარგად ჩანს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებიდან: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“. ფრაზა „ღვთისგან არის შთაგონებული“ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „ღვთისგან შთაბერილი“ (2 ტიმოთე 3:16). ღმერთმა თავისი სულით, ანუ მოქმედი ძალით, ასე ვთქვათ, შთაბერა საკუთარი აზრები თავის მსახურებში. მართალია, ცნობა ღვთისგან მომდინარეობდა, მაგრამ წინასწარმეტყველს შეეძლო თავისი სიტყვებით გადმოეცა ის (2 სამუელი 23:1, 2).

ყოველთვის მომავლის გაცხადებაა წინასწარმეტყველება?

ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ მომავლის გაცხადება როდია. თუმცა ღვთის ცნობებიდან უმეტესი მომავალს ეხება, მათ შორის ისინიც, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება მას. მაგალითად, ღვთის წინასწარმეტყველები ხშირად აფრთხილებდნენ ისრაელებს, მიეტოვებინათ თავიანთი ბოროტი გზები. თუ ყურად იღებდნენ გაფრთხილებას, კურთხევები არ მოაკლდებოდათ, მაგრამ თუ არად ჩააგდებდნენ გაფრთხილებას, უბედურება ეწეოდათ (იერემია 25:4—6). შედეგი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა გზას აირჩევდნენ (კანონი 30:19, 20).

წინასწარმეტყველებები, რომლებიც მომავალს არ ეხებოდა

  • ერთხელ, როცა ისრაელმა ღმერთს დახმარება სთხოვა, ღმერთმა მათ წინასწარმეტყველი გაუგზავნა. მისი მეშვეობით ღმერთმა ისრაელს უთხრა, რომ რადგან მის მითითებებს არ დაემორჩილნენ, არ გაუწვდიდა დახმარების ხელს (მსაჯულები 6:6—10).

  • იესო სამარიელ ქალს მისი ცხოვრების ისეთ მხარეებზე ელაპარაკა, რაც ღვთის დახმარების გარეშე არ ეცოდინებოდა. სამარიელმა ქალმა მას წინასწარმეტყველი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ იესოს მისთვის მომავლის შესახებ არაფერი უთქვამს (იოანე 4:17—19).

  • იესოს გასამართლების დროს სახეს უფარავდნენ, სილას აწნავდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო“. ამ დროს მას მომავალზე წინასწარმეტყველებას კი არ სთხოვდნენ, არამედ იმას, რომ ღვთის ძალით გაეგო, ვინ ურტყამდა (ლუკა 22:63, 64).

^ აბზ. 7 ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ღმერთი პირისპირ ელაპარაკა მოსეს, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ანგელოზები გამოიყენა მოსესთვის კანონის გადასაცემად (საქმეები 7:53; გალატელები 3:19).

გაიგეთ მეტი

ღვთის წინასწარმეტყველები

რა ცნობას აცხადებდნენ ღვთის წინასწარმეტყველები? განვიხილოთ ოთხი წინასწარმეტყველება.

როდის დადგება ქვეყნიერების აღსასრული?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, უნდა გავიგოთ, რა იგულისხმება „ქვეყნიერებაში“, რომელზეც ბიბლია საუბრობს.