წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას ამბობს ბიბლია სისხლის გადასხმაზე?

რას ამბობს ბიბლია სისხლის გადასხმაზე?

ბიბლია გვპასუხობს

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მოვერიდოთ სისხლს. ასე რომ, ჩენ არ ვიღებთ არც მთლიან სისხლს და არც მის რომელიმე კომპონენტს რაიმე სახით, იქნება ეს საკვების სახით თუ სამედიცინო დანიშნულებით. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი:

  • დაბადება 9:4. ღმერთმა ნოესა და მისი ოჯახის წევრებს უფლება მისცა, საკვებად ცხოველების ხორცი გამოეყენებინათ, მაგრამ სისხლის საკვებად გამოყენება აუკრძალა. ღმერთმა ნოეს უთხრა: „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“. მას შემდეგ ეს ბრძანება მთელს კაცობრიობას ეხება, რადგან ჩვენ ყველანი ნოეს შთამომავლები ვართ.

  • ლევიანები 17:14. არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ვინც მას შეჭამს, მოიკვეთება“. ღვთის თვალში სისხლი ცოცხალი არსების სიცოცხლეს იგივე სულს წარმოადგენს და ღმერთს ეკუთვნის. მართალია ეს კანონი ღმერთმა მხოლოდ ისრაელ ერს მისცა, მაგრამ აქედან ჩანს, თუ რა სერიოზულ ცოდვად თვლის ღმერთი სისხლის ჭამას.

  • საქმეები 15:20. მოერიდონ ... სისხლს“. ღმერთმა ქრისტიანებსაც ის უთხრა, რაც ნოეს. ისტორიიდან ვიგებთ, რომ პირველი ქრისტიანები სისხლზე უარს ამბობდნენ, მათ შორის მის სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენებაზეც.

რატომ მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, რომ მოვერიდოთ სისხლს?

არსებობს არაერთი დასაბუთებული ფაქტი, რომ სისხლის გადასხმა საშიშია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღმერთი გვიკრძალავს სისხლის მიღებას, რადგან რასაც ის წარმოადგენს, ღვთისთვის ძვირფასია (ლევიანები 17:11; კოლოსელები 1:20).

 

 

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ ისხამენ სისხლს იეჰოვას მოწმეები?

იეჰოვას მოწმეებსა თუ სისხლის გადასხმაზე ბევრი არასწორი აზრია გავრცელებული. გაეცანით ფაქტებს ამ საკითხთან დაკავშირებით.