წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას ამბობს ბიბლია აღდგომის დღესასწაულზე?

რას ამბობს ბიბლია აღდგომის დღესასწაულზე?

ბიბლიური პასუხი:

აღდგომის დღესასწაულს არა აქვს ბიბლიური საფუძველი. თუ მის ისტორიას გაეცნობით, გაიგებთ, საიდან მომდინარეობს ეს დღესასწაული. ეს ტრადიცია უკავშირდება ძველ დროში ნაყოფიერების ღვთაებების პატივსაცემად გამართულ რიტუალებს. განვიხილოთ სხვადასხვა წყაროდან მოყვანილი ფაქტები.

  1. სახელი: ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: «ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან წარმოიქმნა ინგლისური სიტყვა, რომელიც „აღდგომად“ არის ნათარგმნი. პირველად ეს სახელი VIII საუკუნეში მოღვაწე ანგლო-საქსმა მღვდელმა, ღირსმა ბედემ, მოიხსენია და დაუკავშირა გაზაფხულის ქალღმერთის, „ისტრეს“ სახელს». სხვები კი ამ სახელს ფინიკიელთა ნაყოფიერების ქალღმერთის, ასტარტას, სახელს უკავშირებენ, რომელიც იგივე ბაბილონელთა ღვთაება, იშთარია.

  2. სააღდგომო კურდღლები: კურდღელი ნაყოფიერების სიმბოლოა, რომელიც „უძველეს დროში გაზაფხულობით სხვადასხვა წარმართული რიტუალების შესრულებისას აქტიურად გამოიყენებოდა ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“.

  3. სააღდგომო კვერცხები: ერთი ლექსიკონის თანახმად, როგორც ჩანს, სააღდგომო „კვერცხზე ნადირობის“ ტრადიციაც სააღდგომო კურდღელს უკავშირდება, რომელსაც, ლეგენდისამებრ, მოჰქონდა კვერცხები; „ეს მხოლოდ ბავშვური თამაში კი არ არის, არამედ ნაყოფიერების რიტუალს უკავშირდება“ (Funk & Wagnalls Standard Dictionary of Folklore, Mythology and Legend). ზოგ ქვეყანაში სჯერათ, რომ მოხატულ სააღდგომო კვერცხებს „შეიძლება მაგიური ძალა ჰქონდეს და გააბედნიეროს, გაამდიდროს, დაიცვას და გამოაჯანმრთელოს ადამიანი“ (Traditional Festivals).

  4. სააღდგომო სამოსი: თუ ვინმე ამ დღესასწაულზე ახალ სამოსში გამოწყობილი არ მივიდოდა, ამით უპატივცემულობას გამოავლენდა სკანდინავიელთა გაზაფხულის ქალღმერთის, ისტრეს, მიმართ და მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდებოდა“ (The Giant Book of Superstitions).

  5. სააღდგომო ღამისთევა: ღამისთევის ტრადიცია დაკავშირებულია იმ უძველეს რიტუალებთან, რომელსაც მზის თაყვანისმცემლები ასრულებდნენ „გაზაფხულის ბუნიობისას. ამ დროს მზეს ეგებებოდნენ და განადიდებდნენ მის ძალას, რომელიც ყოველ ქმნილებას სიცოცხლის სულს შთაბერავდა“ (Celebrations— The Complete Book of American Holidays).

ერთ წიგნში ახსნილია, თუ საიდან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაული: „აშკარაა, რომ ეკლესიამ თავისი არსებობის ადრეულ ხანაში გადმოიღო ძველი წარმართული ტრადიციები და მათ ქრისტიანული მნიშვნელობა მიანიჭა“ (The American Book of Days).

ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ღვთის თაყვანისცემის დროს მოვერიდოთ ისეთი ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულებების დაცვას, რომელიც მიუღებელია მისთვის (მარკოზი 7:6—8). მეორე კორინთელების 6:17-ში ვკითხულობთ: „გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“. აღდგომა წარმართული დღესასწაულია, რომელსაც უნდა მოერიდოს ყველა, ვისაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს.

 

 

გაიგეთ მეტი

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

ყოველ წელს მილიონები იკრიბებიან ერთად, რათა იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღნიშნონ. თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ ამ საღამოს და გაიგოთ, რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის.

რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?

ბევრი თვლის, რომ აღდგომა ქრისტიანული დღესასწაულია. რატომ არ ზეიმობენ იეჰოვას მოწმეები აღდგომას?