წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?

რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?

ბიბლიური პასუხი:

ბიბლია არ ასახელებს იესოს დაბადების თარიღს და არც იმას ამბობს, რომ მისი დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთ. „მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია“ ამბობს: „შობის აღნიშვნა არ დაუწესებია ღმერთს და არც [ახალ აღთქმაშია] ამის შესახებ საუბარი“.

თუ გამოვიკვლევთ შობის დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას, დავინახავთ, რომ ის წარმართული რელიგიური რიტუალებიდან იღებს სათავეს. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთს გულს ვტკენთ, თუ მისთვის მიუღებელი სახით ვცემთ თაყვანს (გამოსვლა 32:5—7).

საშობაო ტრადიციების ისტორია

  1. იესოს დაბადების დღის აღნიშვნა: პირველი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ ქრისტეს დაბადებას, რადგანაც ისინი დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (The World Book Encyclopedia).

  2. 25 დეკემბერი: არანაირი საფუძველი არ არსებობს, დავასკვნათ, რომ იესო ამ რიცხვში დაიბადა. როგორც ჩანს ეკლესიის წინამძღოლებმა ეს თარიღი დაამთხვიეს იმ თარიღებს, როცა წარმართულ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ ან ზამთრის მზებუდობის პერიოდს.

  3. საჩუქრები და წვეულებები: ენციკლოპედია „ამერიკანა“ ამბობს: „სატურნალიამ, რომელსაც რომაელები დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ, ბევრ საშობაო წეს-ჩვეულებას დაუდო დასაბამი. მაგალითად, ამ დღესასწაულიდან გადმოღებულ იქნა ნადიმების გამართვის, საჩუქრების ჩუქებისა და სანთლების დანთების ტრადიცია“. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს, რომ სატურნალიის დროს „ყველა წყვეტდა მუშაობას“.

  4. საშობაო სანთლები: „რელიგიის ენციკლოპედიის“ თანახმად, ევროპელები თავიანთ სახლებს რთავდნენ „სანთლებითა და მარადმწვანე მცენარეებით“, რათა ზამთრის მზებუდობა აღენიშნათ და ბოროტი სულები განედევნათ.

  5. ფითრი, ბაძგი: დრუიდები (კელტთა ქურუმები) ფითრს მაგიურ ძალას მიაწერდნენ. მარადმწვანე ბაძგის ტოტებს კი თაყვანს სცემდნენ, როგორც მზის დაბრუნების უცილობელ ნიშანს“ (ენციკლოპედია „ამერიკანა“).

  6.  საშობაო ნაძვის ხე: ხის თაყვანისცემა გავრცელებული იყო წარმართ ევროპელებში. ისინი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც მიჰყვებოდნენ ამ ჩვეულებას“. ხის თაყვანისცემას თან ახლდა სხვადასხვა წეს-ჩვეულება და რიტუალი, მათ შორის „სახლის შესასვლელში ან რომელიმე ოთახში საშობაო ნაძვის ხის დადგმა ზამთრის დღესასწაულების პერიოდში“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).

 

 

 

გაიგეთ მეტი

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობის გაგება შესაძლებელია.

რატომ არ აღნიშნავთ შობას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის, საიდან იღებს სათავეს შობის დღესასწაული, ისინი მაინც აღნიშნავენ. გაიგეთ, რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები შობას.