წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ზუსტად არის აღწერილი ბიბლიაში იესოს ცხოვრება?

ზუსტად არის აღწერილი ბიბლიაში იესოს ცხოვრება?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიის დამწერი ლუკა იესოს ცხოვრების შესახებ სახარებაში ამბობს: „მეც ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე“ (ლუკა 1:3).

ზოგი აცხადებს, რომ იესოს ცხოვრების შესახებ სახარებები მისმა თანამედროვეებმა, მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ დაწერეს, რომლებიც მოგვიანებით, მეოთხე საუკუნეში გადაკეთდა. ეგვიპტეში XX საუკუნის ბოლოს იოანეს სახარების ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც რაილანდსის პაპირუსის (№457 [P52]) სახელითაა ცნობილი. ეს ფრაგმენტი მოიცავს თანამედროვე ბიბლიის იმ მონაკვეთს, რომელიც იოანეს 18:31—33, 37, 38-ში არის ჩაწერილი. ის ჯონ რაილანდსის ბიბლიოთეკაშია დაცული მანჩესტერში (ინგლისი). ეს არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ხელნაწერი, რომელმაც დღემდე მოაღწია. ბევრი სწავლულის აზრით, ეს ფრაგმენტი დაიწერა ახ. წ. 125 წელს, იოანეს სიკვდილიდან სულ რაღაც 25 წლის შემდეგ. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ ხელნაწერის ტექსტი თითქმის არ განსხვავდება იმ ხელნაწერებისგან, რომლებიც უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის.