არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

შეუძლია ბიბლიას დამეხმაროს, თუ დეპრესიაში ვარ?

შეუძლია ბიბლიას დამეხმაროს, თუ დეპრესიაში ვარ?

ბიბლია გვპასუხობს:

რასაკვირველია, რადგან იმაზე უკეთ ვერავინ გაგვიწევს დახმარებას, თუ არა „ჩაგრულების ნუგეშისმცემელი“ ღმერთი (2 კორინთელები 7:6).

როგორ ეხმარება ღმერთი დეპრესიაში მყოფთ?

  • აძლიერებს. ღმერთი გაგამხნევებთ და გამოგაცოცხლებთ; მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემას მოგაშორებთ, არამედ ძალას მოგცემთ მათ ასატანად, როდესაც ლოცვით მიმართავთ მას (2 კორინთელები 7:6). თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იგი მზადაა თქვენ მოსასმენად, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „“იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18). ღმერთს შეუძლია მაშინაც კი უპასუხოს თქვენს მუდარას, როცა გრძნობებს სიტყვებით ვერ გამოთქვამთ (რომაელები 8:26, 27).

  • ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებით ამხნევებს. ბიბლიის ერთი დამწერი ღმერთს ევედრებოდა: „სიღრმეებიდან მოგიხმე, იეჰოვა!“ ამ სასოწარკვეთილმა ფსალმუნმომღერალმა ნუგეში პოვა, როცა საკუთარ თავს შეახსენა, რომ ღმერთი ივიწყებს ცოდვებს, და მან დაძლია გულგატეხილობა. იგი ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?! შენთან არის ჭეშმარიტი პატიება, რათა ეშინოდეთ შენი“ (ფსალმუნი 130:1, 3, 4).

  • იმედს უნერგავს. გარდა იმისა, რომ ღმერთი დღესვე გვანუგეშებს, იმასაც გვპირდება, რომ დეპრესიის გამომწვევ ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს. როცა ის ამ დანაპირებს შეასრულებს, „აღარ გაიხსენებენ წინანდელს (მათ შორის დეპრესიას) და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17).

შენიშვნა: იეჰოვას მოწმეები მართლაც უდიდეს დახმარებას იღებენ ღვთისგან, მაგრამ ისინი არც სამედიცინო მკურნალობაზე ამბობენ უარს ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ქრონიკული დეპრესია (მარკოზი 2:17). თუმცა, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, რადგან თითოეულმა პირადად უნდა გააკეთოს არჩევანი ამ საკითხში.