წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სასჯელია სტიქიური უბედურებები?

ღვთის სასჯელია სტიქიური უბედურებები?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლია არ ამბობს, რომ დღეს მომხდარი სტიქიური უბედურებების მიზეზი ღმერთია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მიერ ადამიანებისთვის დატეხილი სასჯელი სრულიად განსხვავდება სტიქიური უბედურებისგან.

  1. ღმერთი განურჩევლად ყველას არ სჯის. ბიბლიაში წერია: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს.“ (1 სამუელი 16:7).

  2. იეჰოვა ადამიანთა გულებს ხედავს და მხოლოდ ბოროტებს ანადგურებს (დაბადება 18:23—32).

  3. ღმერთი წინასწარ აფრთხილებს ადამიანებს და ამით მართლებს გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ამის საპირისპიროდ, სტიქიური უბედურება, უმეტესწილად, გაუფრთხილებლად ატყდება თავს ადამიანებს და განურჩევლად კლავს და ასახიჩრებს ყველას. გარკვეულწილად, სტიქიურ უბედურებას ხელს უწყობს ისიც, რომ ადამიანები აზიანებენ გარემოს და ისეთ ტერიტორიებზე სახლდებიან, სადაც მიწისძვრის, წყალდიდობისა და სხვა სტიქიების ალბათობა დიდია.

გაიგეთ მეტი

სტიქიური უბედურებები — არის იმის მტკიცება, რომ ღმერთი სასტიკია?

თუ ღმერთს სძულს სისასტიკე, მაშ რატომ უშვებს სტიქიურ უბედურებებსა და უდანაშაულო ადამიანთა სიკვდილს?