წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ჩემს სიცოცხლეს აზრი აქვს დაკარგული. შესძენს ჩემს ცხოვრებას აზრს რელიგია, ღმერთი ან ბიბლია?

ჩემს სიცოცხლეს აზრი აქვს დაკარგული. შესძენს ჩემს ცხოვრებას აზრს რელიგია, ღმერთი ან ბიბლია?

ბიბლია გვპასუხობს:

რასაკვირველია. ბიბლია, რომელიც უძველესი წიგნი და სიბრძნის წყაროა, გვპასუხობს აქტუალურ კითხვებზე და გვეხმარება, უკეთ ვიგრძნოთ თავი და უფრო აზრიანად ვიცხოვროთ. განვიხილოთ რამდენიმე კითხვა, რომლებზეც ღვთის სიტყვა გვპასუხობს.

  1. არსებობს შემოქმედი? ბიბლიაში

    ნათქვამია, რომ „ყველაფერი შექმნა“ ღმერთმა (გამოცხადება 4:11). ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა გვჭირდება იმისათვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და აზრიანად ვიცხოვროთ.

  2. ზრუნავს ღმერთი ჩემზე? ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ღმერთს ადამიანებისგან თავი შორს უჭირავს. პირიქით, მასში ვკითხულობთ: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). მისთვის სულერთი არ არის, რა მდგომარეობაში ხართ და სურს, რომ ბედნიერი იყოთ (ესაია 48:17, 18; 1 პეტრე 5:7).

  3. როგორ შესძენს ჩემს ცხოვრებას აზრს ღვთის გაცნობა? ღმერთმა ჩვენში ჩადო სულიერი მოთხოვნილებები; ჩვენ თანდაყოლილი სურვილი გვაქვს, გავიგოთ, რა არის სიცოცხლის აზრი (მათე 5:3). ჩვენ აგრეთვე ღვთის გაცნობის და მასთან დაახლოების მოთხოვნილება გვაქვს. ღმერთს ახარებს, როცა ძალ-ღონეს არ იშურებთ მის გასაცნობად, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

მილიონობით ადამიანმა დაინახა, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობამ მათ ცხოვრებას მეტი აზრი შესძინა. მართალია, ღვთის გაცნობის შედეგად თავიდან ვერ აიცილებთ პრობლემებს, მაგრამ მის სიტყვაში მოცემული სიბრძნე დაგეხმარებათ ამ პრობლემებთან გამკლავებაში.

ბევრი რელიგია, რომელიც აღიარებს ბიბლიას, არ მიჰყვება მის სწავლებებს. ჭეშმარიტი რელიგია კი, რომელიც განუხრელად მიჰყვება ბიბლიის სწავლებებს, დაგეხმარებათ ღმერთის გაცნობაში.

 

 

გაიგეთ მეტი

რა არის სიცოცხლის აზრი?

დაგბადებიათ ოდესმე კითხვა: „რა არის სიცოცხლის აზრი?“. ნახეთ, რას გვპასუხობს ბიბლია ამ კითხვაზე.

შემოქმედების საიდუმლო მჟღავნდება

ეთანხმება შემოქმედებასთან დაკავშირებული ბიბლიური ცნობა მეცნიერულ ფაქტს?

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

თუ ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებთ, ბედნიერი ოჯახი გექნებათ.

ფულის ყაირათიანად ხარჯვა

ფული ითვლება ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. გაიგეთ, რა პრაქტიკულ დახმარებას გვთავაზობს ბიბლია პრობლემის უმტკივნეულოდ გადასაჭრელად?