არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მეგობრები ცუდისკენ მიბიძგებენ

მეგობრები ცუდისკენ მიბიძგებენ

რა შეგიძლია გააკეთო?

პირველი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იქცევიან შენი მეგობრები, გახსოვდეს, შენ თავად ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებებზე.

მეორე, განსაზღვრე, რა ახდენს შენზე ყველაზე დიდ ზეწოლას!

შემდეგ დაფიქრდი: ყველაზე ხშირად როდის დგები ამ პრობლემის წინაშე? (სკოლა, სამსახური ან სხვა) ამის ცოდნა დაგეხმარება, თავი აარიდო მას.

ახლა შენ მზად ხარ მოქმედებისთვის. წინასწარ განსაზღვრე, როგორ შეგიძლია თავი აარიდო ან საერთოდ გაექცე ამ ზეწოლას. (მაგალითად, თუ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ყოველდღე გხვდებიან თანასკოლელები, რომლებიც მოწევას გთავაზობენ, შეგეძლო სხვა გზით წასულიყავი სახლში და ასე აგერიდებინა მათთან შეხვედრა.) გაუსწორე თვალი სინამდვილეს, „მეგობრები“, რომლებიც ცუდისკენ გიბიძგებენ არ არიან ნამდვილი მეგობრები.

როდესაც ცდუნებას ჰყვები, საკუთარი სურვილის მონა ხდები

ცხადია, ზეწოლას სრულად ვერ გაექცევი. ადრე თუ გვიან, შესაძლოა შენც დადგე დიდი ცდუნების წინაშე და შეიძლება ეს მაშინ მოხდეს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი. რას გააკეთებ მაშინ?

მნიშვნელოვანია, რომ მზად იყო.

დაფიქრდი: იესომ იცოდა, როდის შეიძლება დამდგარიყო ზნეობრივი გამოცდის წინაშე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყოველთვის დამორჩილებოდა მამას (იოანე 8:28, 29). აუცილებელია, წინასწარ განსაზღვრო როდის დადგები გამოცდის წინაშე.

სავარჯიშო: დაფიქრდი ორ მიზეზზე, რის გამოც ღირს, რომ წინააღმდეგობა გაუწიო იმ ზეწოლას, რომელსაც ყველაზე ხშირად ხვდები. შემდეგ მოიფიქრე ორი მეთოდი, რაც დაგეხმარება რომ გაუძლო ზეწოლას.

რატომ უნდა დართო სხვებს იმის ნება, რომ გმართონ? გამოავლინე მოწიფულობა და მოიქეცი ისე, როგორც იცი რომ სწორია (კოლოსელები 3:5). განაგრძე ლოცვა, რომ ყოველთვის შეძლო ასე მოქცევა (მათე 6:13).