არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

მერქნიჭამია ჭიანჭველას სუფთა საცეცი

მერქნიჭამია ჭიანჭველას სუფთა საცეცი

 სისუფთავე არსებითად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მწერმა იფრინოს, იცოცოს და აღიქვას გარემო. მაგალითად, თუ მწერს საცეცი დაბინძურებული აქვს, ეს ხელს შეუშლის მას მოძრაობაში, კომუნიკაციასა და სუნით კვალის აღებაში. „ბუნებაში ბინძური მწერი ფაქტობრივად არ არსებობს“, — ამბობს ზოოლოგი ალექსანდერ ჰაკმანი, — მათ კარგად იციან, როგორ შეინარჩუნონ სისუფთავე ბინძურ გარემოშიც კი“.

 დაფიქრდით: ჰაკმანმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს, თუ რა მექანიზმს იყენებს მერქნიჭამია ჭიანჭველის სხვადასხვა სახეობა (Camponotus rufifemur ) საცეცების გასასუფთავებლად. მათ აღმოაჩინეს, რომ საცეცებზე მოხვედრილი სხვადასხვა ზომის ნაწილაკების მოსაშორებლად ჭიანჭველა ფეხს ხრის და ასე ისუფთავებს საცეცებს. ფეხზე არსებული უხეში ბეწვის მეშვეობით იშორებს დიდი ზომის ჭუჭყს. პატარა ზომის ჭუჭყს კი წვრილი ბუსუსების მეშვეობით იშორებს; ბუსუსებს შორის დაშორება ზუსტად მის საცეცებზე არსებული თმის სისქის ზომისაა. ყველაზე პაწაწინა ნაწილაკებს, რომლებიც დაახლოებით ადამიანის თმის 1/80-ია, უფრო წვრილი ბუსუსებით იცილებს.

 უყურეთ, როგორ ისუფთავებს მერქნიჭამია ჭიანჭველა საცეცებს

 ჰაკმანი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ მექანიზმი, რომელსაც ეს ჭიანჭველა იყენებს საცეცების გასასუფთავებლად, ინდუსტრიაშიც დაინერგება. მაგალითად, მსგავსი მეთოდების დანერგვა სასარგებლო იქნებოდა მგრძნობიარე მიკროელექტრო კომპონენტებისა და ნახევრად გამტარების წარმოებისას, რომლის დროსაც სულ მცირეოდენმა დაბინძურებამაც კი შეიძლება პროდუქციის დაზიანება გამოიწვიოს.

 რას ფიქრობთ: ევოლუციის შედეგია მერქნიჭამია ჭიანჭველას ასეთი საოცარი საცეცები თუ ეს შემოქმედის ინტელექტის დამსახურებაა?