არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

თურინჯის დარტყმაგამძლე კანი

თურინჯის დარტყმაგამძლე კანი

თურინჯი (პომელო) დიდი ზომის ტკბილი ციტრუსოვანი ხილია, რომელიც ხეზე იზრდება. ეს ხილი 10 მეტრის სიმაღლიდანაც რომ ჩამოვარდეს, არაფერი მოსდის. როგორ უძლებს მისი კანი ასეთ ძლიერ დარტყმას?

დაფიქრდით: მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თურინჯის კანის თეთრი შიდა შრე ქმნის ღრუბლის მსგავს ქსოვილს უჯრედებითა და ცარიელი სივრცით. ნაყოფის შუაგულში უჯრედებს შორის სივრცე იზრდება და ჰაერით ან თხევადი მასით ივსება. როდესაც ხილი წყდება და მიწაზე ეცემა, ეს თხევადი მასა ბალიშივით ხდება და იცავს ხილს დაზიანებისგან. თურინჯის კანი მიწაზე დაცემისას იკუმშება, უფრო მდგრადი ხდება, შთანთქავს დარტყმის ძალას და შესაბამისად, ხილიც უვნებელი რჩება.

მეცნიერები ცდებს ატარებენ დარტყმაგამძლე მეტალის ქაფზე, რომელიც თურინჯის კანის სტრუქტურის მიხედვით შექმნეს. ისინი თვლიან, რომ მსგავსი სტრუქტურის მასალის გამოყენება ხელს შეუწყობს გამძლე და მაღალი დაცვის მქონე მოტოციკლისტის ჩაფხუტებისა და ავტომობილების წარმოებას; გარდა ამისა, შეამცირებს კოსმოსურ სადგურზე მეტეორების შეჯახების შედეგად გამოწვეულ ზიანს.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა თურინჯს დარტყმაგამძლე კანი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?