არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ზღვის ლამბაქის კბილის აგებულება

კონუსის ფორმის ნიჟარიანი ზღვის ლამბაქი წყლის ლოკოკინაა. ამ მოლუსკს უჩვეულოდ ძლიერი კბილები აქვს, რომლებიც შედგება მყარი მინერალის, გოეთიტის მჭიდროდ განლაგებული უთხელესი ბოჭკოებისგან, მათი საყრდენი სტრუქტურა კი — რბილი ცილებისგან.

დაფიქრდით: ზღვის ლამბაქის რადულა პირის აპარატის კბილაკებით დაფარული ორგანოა, რომელიც ენას წააგავს. ამ მოლუსკის კბილები ერთი მილიმეტრიც კი არაა, მაგრამ იმდენად ძლიერი და მტკიცეა, რომ ქვების ზედაპირიდან ადვილად ფხეკს წყლის მცენარეებს, რომელთაც საკვებად იყენებს.

მკვლევართა ჯგუფმა ატომურ-ძალისმიერი მიკროსკოპით გაზომა მოლუსკის კბილის მოქაჩვის ძალა. მათ აღმოაჩინეს, რომ კბილის სიმტკიცის ზღვარი ნებისმიერ სხვა ბიოლოგიურ ნივთიერებაზე მაღალია, მათ შორის აბლაბუდას ძაფზეც. ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა: „კარგი იქნება, თუ ჩვენც შევქმნით მსგავსი აგებულების ანალოგებს“.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ, თუ ზღვის ლამბაქის კბილის მსგავს მტკიცე ნივთიერებას შექმნიან, ამ მასალას არა მხოლოდ ავტომობილების, გემების და თვითმფრინავების ასაგებად გამოიყენებენ, არამედ ხელოვნური კბილის ანუ იმპლანტის შესაქმნელადაც.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია, რომ ზღვის ლამბაქის კბილები ასეთი აგებულებისაა თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?