არჩეულ მასალაზე გადასვლა

არსებობენ დემონები სინამდვილეში?

არსებობენ დემონები სინამდვილეში?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ. დემონები სულიერი ქმნილებები, „შემცოდველი ანგელოზები“ არიან, რომლებიც ღმერთს აუმხედრდნენ (2 პეტრე 2:4). პირველი ანგელოზი, რომელიც დემონად იქცა, სატანა ეშმაკია, რომელსაც ბიბლია დემონების მმართველს უწოდებს (მათე 12:24, 26).

ნოეს დღეებში გამოვლენილი ურჩობა

 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ნოეს წარღვნამდე ანგელოზები ღმერთს ეურჩნენ: „ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“ (დაბადება 6:2). ამ ბოროტმა და ზნედაცემულმა ანგელოზებმა „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში, შეისხეს ხორცი, რათა დედამიწაზე მცხოვრებ ქალებთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ (იუდა 6).

 დედამიწაზე მომხდარი წარღვნის დროს ამ ურჩმა ანგელოზებმა დატოვეს ხორციელი სხეული და ზეცაში დაბრუნდნენ. ღმერთმა გააძევა ისინი თავისი ზეციერი ოჯახიდან. მან დასაჯა დემონები და წაართვა იმის უნარი, რომ კვლავ შეესხათ ხორცი (ეფესოელები 6:11, 12).