არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა დავესწრო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?

იეჰოვას მოწმეები კვირაში ორჯერ ატარებენ კრების შეხვედრებს თავიანთ დარბაზებში. რა ხდება მათ დარბაზებში და რატომ წაგადგება მათ შეხვედრებზე დასწრება?

 რა ხდება იეჰოვას მოწმეთა დარბაზებში?

თავიანთ დარბაზებში იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ განათლებას იღებენ. ამ შეხვედრებზე დასწრება შენც დაგეხმარება,..

  • გაიგო ჭეშმარიტება ღვთის შესახებ.

  • ჩასწვდე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობას.

  • უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე.

  • შეიძინო ძვირფასი მეგობრები.

იცოდით თუ არა? ზოგიერთ ენაზე იეჰოვას მოწმეთა შესაკრებელ ადგილს ,,სამეფო დარბაზი“ ეწოდება იმის აღსანიშნავად, რომ ამ ადგილზე ღვთის სამეფოს შესახებ ყველაზე მეტად მსჯელობენ (მათე 6:9, 10; 24:14; ლუკა 4:43).

 რატომ უნდა დაესწრო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?

მოსმენილი დიდ დახმარებას გაგიწევს. იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე განხილული ბიბლიური აზრები სიბრძნეს შეგძენს (იგავები 4:5). ბიბლია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. ამასთანავე, ბიბლია ეხმიანება ისეთ საჭირბოროტო საკითხებს, როგორებიცაა:

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მოხსენების სათაური, რომლებიც შაბათ-კვირის შეხვედრებზე წარმოითქმება:

  • რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიბლიით?

  • როგორ შეგიძლიათ პოვოთ დახმარება გაჭირვების დროს?

  • რას აკეთებს ღვთის სამეფო დღეს ჩვენთვის?

„ერთხელ ჩემი კლასელი კრების შეხვედრაზე მოვიდა და ჩვენთან ერთად დაჯდა. შეხვედრის განმავლობაში ჩვენს სახელმძღვანელოებში ვახედებდით. ბოლოს მან აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხის კომენტარებმა და განხილულმა მასალამ. მან ისიც თქვა, რომ მის ეკლესიაში მსგავსი არაფერი ხდებოდა“ (ბრენდა).

იცოდი? იეჰოვას მოწმეთა დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება უფასოა და ფულის აკრეფა არ ხდება.

კრების შეხვედრებზე სასიამოვნო ურთიერთობა გაგამხნევებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანების შეკრების ერთ-ერთი მიზეზი ერთმანეთის გამხნევებაა (ებრაელები 10:24, 25). დღევანდელ ეგოისტურ მსოფლიოში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ღმერთსა და მოყვასს საკუთარ თავზე წინ აყენებენ, მართლაც გამამხნევებელია.

„დღის ბოლოს შეიძლება დაღლილი ვიყო, მაგრამ კრების შეხვედრებზე ხალხთან ურთიერთობა ძალას მმატებს. შეხვედრის შემდეგ სახლში ბედნიერი და ძალამოცემული ვბრუნდები ახალ დღესთან და ახალ სირთულეებთან შესაჭიდებლად“ (ელისა).

იცოდი? იეჰოვას მოწმეთა 120 000-მდე კრება შეხვედრებს 60 000-მდე ადგილას ატარებს. დამსწრეთა რაოდენობის ზრდის გამო ყოველწლიურად საშუალოდ 1 500 ახალი დარბაზი შენდება. *

^ აბზ. 20 თუ გსურს, გაიგო, სად ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები, იპოვე მათ ვებგვერდზე „იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრები“ და გადადი ბმულზე „იპოვეთ უახლოესი ადგილი“.