ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2

შიდა ყდა

ქართული
შიდა ყდა
/assets/ct/79e1b14fff/images/syn_placeholder_sqr.png
yp2

შიდა ყდა

შიდა ყდა

ძვირფასო მკითხველო,

სოლომონ ბრძენი წერდა: „გაიხარე, ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით და სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში; მიჰყევი იმას, რასაც გული გეუბნება და რასაც თვალით ხედავ“ (ეკლესიასტე 11:9). ახალგაზრდობა განსაკუთრებული პერიოდია. ჩვენ გვსურს, რომ ამ წლებმა სიხარული და ბედნიერება მოგიტანოს. მაგრამ გვინდა ერთი რამ გირჩიოთ: ნუ დაივიწყებ იეჰოვა ღმერთს. ის ხედავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ და ერთ დღესაც ჩვენი საქმეებისამებრ გაგვასამართლებს. ამიტომ ღირს სოლომონის სიტყვების გათვალისწინება: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1).

ვლოცულობთ, რომ ამ წიგნის დახმარებით შეძლო ღვთის თვალში სწორი გადაწყვეტილებების მიღება და იმ სირთულეებთან გამკლავება, რომლებსაც დღევანდელი ახალგაზრდები ხვდებიან. ასე შენ გულს გაუხარებ იეჰოვას (იგავები 27:11).

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო