სამაგალითო ადამიანები — ხიზკია
ხიზკია არჩევნის წინაშე დგას. ის 25 წლისაა და უკვე იუდას მეფეა. როგორი მეფე იქნება? გაიმეორებს მამამისის, მეფე ახაზის შეცდომებს? ახაზი სიკვდილამდე განდგომილი იყო. მან წარმართული თაყვანისმცემლობა გაავრცელა ქვეყანაში და სულ მცირე ერთი შვილი, ხიზკიას ძმა, ცრუღმერთებს შესწირა (2 მატიანე 28:1—4). მაგრამ ხიზკია არ გაჰყოლია მამამისის კვალს. მას არ მიუტოვებია იეჰოვას თაყვანისცემა. ხიზკია „მიეკრა . . . იეჰოვას“ (2 მეფეები 18:6).
უკმაყოფილოა შენი მშობელი იმის გამო, რომ იეჰოვას სცემ თაყვანს? ცუდად გექცევა? სვამს ან ნარკოტიკებს იღებს? ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც იგივე უნდა გააკეთო. ოჯახური მდგომარეობის გამო ხიზკიას ხელი არ ჩაუქნევია ცხოვრებაზე. ის იმდენად კარგი მეფე იყო, რომ „მას შემდეგ არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის“ (2 მეფეები 18:5). შენც „მიეკარი იეჰოვას“ და ოჯახური პრობლემების მიუხედავად წარმატებული იქნები ცხოვრებაში.

