სამაგალითო ადამიანები — დავითი

სამაგალითო ადამიანები — დავითი

დავითს ძალიან უყვარდა მუსიკა. ის მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული და სიმღერებს წერდა. დავითი მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც აკეთებდა (2 მატიანე 7:6). მან იმდენს მიაღწია, რომ ისრაელის მეფემ სამეფო კარის მუსიკოსად მიიწვია (1 სამუელი 16:15—23). დავითმა მიიღო მეფის წინადადება, მაგრამ ამის გამო იგი არ გაამაყებულა. ის მხოლოდ მუსიკით არ ცხოვრობდა და თავის ნიჭს იეჰოვას განსადიდებლად იყენებდა.

შენც გიყვარს მუსიკა? თუნდაც განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდე, შეგიძლია მიჰბაძო დავითს. ნურც შენ იცხოვრებ მხოლოდ მუსიკით. ნუ დაუშვებ, რომ შეუფერებელი სიმღერების გავლენით შენი აზროვნება და საქციელი ღვთისთვის მიუღებელი გახდეს. მუსიკა იმიტომ არსებობს, რომ სიცოცხლეს მეტი ხიბლი შემატოს. ადამიანები ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მუსიკის შექმნისა და მისი აღქმის უნარით ვართ დაჯილდოებულნი (იაკობი 1:17). დავითი ამ უნარს ღვთის ნებისამებრ იყენებდა. შენ როგორ გამოიყენებ?