სამაგალითო ადამიანები — ასაფი

სამაგალითო ადამიანები — ასაფი

ასაფს რთული პერიოდი აქვს. მის გარშემო ყველა არღვევს ღვთის კანონებს. ერთი შეხედვით, ისინი დაუსჯელები რჩებიან. უკვე ასაფიც ეჭვობს, საერთოდ ღირს თუ არა ღვთისმოსაწონად ცხოვრება. იგი ამბობს: „ფუჭად განვიწმინდე გული და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით“. მაგრამ ასაფმა შეიცვალა აზრი მას შემდეგ, რაც სერიოზულად დაფიქრდა ყველაფერზე. ის იმ დასკვნამდე მიდის, რომ ბოროტი ადამიანების სიხარული ხანმოკლეა. ასაფი იეჰოვას ეუბნება: „შენს მეტი არავინ მახარებს დედამიწაზე“ (ფსალმუნი 73:3, 13, 16, 25, 27).

ზოგჯერ შეიძლება შენც ფიქრობ, იქნებ არც ღირდეს ღვთის ნორმებით ცხოვრება. მაგრამ ზედაპირულად ნუ შეხედავ ამ საკითხს. ასაფის მსგავსად, დაფიქრდი მათ მდგომარეობაზე, ვინც არ იცავს იეჰოვას კანონებს. ნამდვილად აქვთ მათ შინაგანი სიმშვიდე? აღმოაჩინეს მათ ბედნიერების ახალი საიდუმლო, რის შესახებაც ღვთის ერთგულმა მსახურებმა არაფერი იციან? ბოლოს შენც მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ „კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმუნი 73:28).