ბიბლიის კითხვის გეგმა
ბიბლია ყოველდღიური ცხოვრებისთვის გამოსადეგ რჩევებს შეიცავს. თუ რეგულარულად კითხულობთ მას, ფიქრობთ წაკითხულზე და ცხოვრებაში იყენებთ, „მაშინ წარგემართებათ გზა“ (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:1–3). გარდა ამისა, გაიცნობთ ღმერთს და მის ძეს, რაც საბოლოო ჯამში მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ (იოანე 17:3).
როგორი თანმიმდევრობით უნდა წაიკითხოთ ბიბლია? არჩევანი ბევრი გაქვთ. ბიბლიის კითხვის გეგმა დაგეხმარებათ, ბიბლია ქრონოლოგიური ან თემატური თანმიმდევრობით წაიკითხოთ. მაგალითად, შეგიძლიათ კონკრეტული მონაკვეთები წაიკითხოთ იმ ისტორიული მოვლენების შესახებ, სადაც აღწერილია ღვთის ურთიერთობა ძველ ისრაელთან. შეგიძლიათ აგრეთვე წაიკითხოთ ბიბლიის ის მონაკვეთები, სადაც აღწერილია, თუ როგორ ჩამოყალიბდა პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრება და როგორ იზრდებოდა ქრისტიანების რიცხვი. თუ დღეში რამდენიმე თავს წაიკითხავთ, მთლიანი ბიბლიის კითხვას ერთ წელიწადში დაასრულებთ.
შეიძლება პირველად იწყებთ ბიბლიის კითხვას, ან უკვე გარკვეული პერიოდია, კითხულობთ. შეიძლება იმის სურვილი გაქვთ, რომ ერთ წელიწადში წაიკითხოთ მთელი ბიბლია. ეს გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამოსაბეჭდი ბიბლიის კითხვის გეგმა და დღესვე დაიწყოთ მისი გამოყენება.

