არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ვინ შექმნა?

ზღვის წავის ბეწვი

ზღვის წავის ბეწვი

ცივ წყლებში მობინადრე ბევრ ძუძუმწოვარს კანის ქვეშ ცხიმის სქელი ფენა აქვს, რაც მათ სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება. თუმცა ზღვის წავი სითბოს ხშირი ბეწვის წყალობით ინარჩუნებს, რომლითაც მთელი სხეული აქვს დაფარული.

დაფიქრდით: ზღვის წავი ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე ხშირი და სქელი ბეწვით გამოირჩევა. ერთი სანტიმეტრის რადიუსში მას დაახლოებით 155 000 თმის ღერი აქვს. სწორედ მისი ბეწვის დამსახურებაა, რომ ცურვის დროს ჰაერის ფენა მის სხეულს მჭიდროდ ეკვრის. ჰაერი ამ ძუძუმწოვრის სხეულისთვის ერთგვარი თბოიზოლატორის როლს ასრულებს. ის იცავს მას, რომ წყალი კანზე არ მოხვდეს და, შესაბამისად, არც მისი სხეულის ტემპერატურა დაეცეს.

მეცნიერები ზღვის წავის ბეწვზე დაკვირვებით ბევრ რამეს სწავლობენ. მათ საცდელად რამდენიმე ხელოვნური ბეწვის ქურქი შექმნეს, რომელთაგან ზოგი შედარებით ხშირბეწვიანი იყო. ამ ქურქების დასამზადებლადაც სხვადასხვა სიგრძის ბეწვი გამოიყენეს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „რაც უფრო ხშირი და გრძელი ბეწვით არის დაფარული რაიმეს ზედაპირი, მით უფრო წყალგაუმტარია და ადვილად არ სველდება“. შეიძლება ითქვას, რომ ზღვის წავი საუკეთესო „ქურქით“ არის შემოსილი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თავიანთი კვლევებით ხელს შეუწყობენ ასეთი წყალგაუმტარი ქსოვილის შექმნასა და წარმოებას. შეიძლება ვინმეს ასეთმა აზრმაც კი გაუელვოს: ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც მყვინთავებს ისეთი ბეწვით დაფარული საცურაო კოსტიუმები ეცვათ, როგორიც ზღვის წავს აქვს.

რას ფიქრობთ? ევოლუციის დამსახურებაა, რომ ზღვის წავს ასეთი საოცარი „ქურქი“ მოსავს თუ ის შემოქმედმა შემოსა?