არ ვკარგავ არცერთ წამს
ჩამოტვირთეთ:
1) მიქრის დრო დროზე ჩქარა,
დღეები მისდევენ ერთმანეთს.
თან ვამჩნევთ, დროის სვლა რას გვაკლებს,
ცხოვრების ძვირფას წამებს გვართმევს, გვაფიქრებს.
(მისამღერი)
ძვირფას წუთებს ვუფრთხილდები და დროს არ ვატან ქარს,
მათ, ვინც მიყვარს, მე ვჩუქნი ყოველ წამს.
ვიცი, ცრემლი სინანულის არ დამისველებს თვალს,
თუკი სიყვარულს არ დავუკავებ მათ.
ვბაძავ ჩემს ღმერთს, იეჰოვას და არ ვკარგავ არცერთ წამს.
2) დღეს ვხედავ, დროს მითმობს იეჰოვა,
ჩემს ლოცვებს ისმენს და მპასუხობს.
მეც ვფიქრობ, მისთვის მეტი გავიღო,
ჩემი დრო მინდა, მას დავუთმო, ვაჩუქო.
(მისამღერი)
ძვირფას წუთებს ვუფრთხილდები და დროს არ ვატან ქარს,
მათ, ვინც მიყვარს, მე ვჩუქნი ყოველ წამს.
ვიცი, ცრემლი სინანულის არ დამისველებს თვალს,
თუკი სიყვარულს არ დავუკავებ მათ.
ვბაძავ ჩემს ღმერთს, იეჰოვას და არ ვკარგავ არცერთ წამს.
(ხიდი)
სულ მალე სამოთხის მზე გაგვათბობს,
დარდის ყინულს დაადნობს.
გულით მსურს, ეს იმედი სხვებს ვაჩუქო,
ამისთვის დრო გამოვყო.
(მისამღერი)
ძვირფას წუთებს ვუფრთხილდები და დროს არ ვატან ქარს,
მათ, ვინც მიყვარს, მე ვჩუქნი ყოველ წამს.
ვიცი, ცრემლი სინანულის აღარ დამისველებს თვალს,
თუკი სიყვარულს არ დავუკავებ მათ.
ვბაძავ ჩემს ღმერთს, იეჰოვას და არ ვკარგავ არცერთ წამს.

