ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 82
„თქვენი სინათლეც ანათებდეს“
-
1. ქრისტემ მოგვცა მცნებად:
თქვენი სინათლე
ყველას უნათებდეს,
ნუგეშს ჰგვრიდეს სხვებს.
წმინდა წერილებით
გვაქვს მშვიდობა დღეს.
დაე, სულ ვირეკლავდეთ
ჩვენ ღვთის სინათლეს.
-
2. ღვთის სიტყვის სინათლე
გვხელმძღვანელობს დღეს.
ჭეშმარიტებას ჩვენ
ვუზიარებთ სხვებს.
ღვთის სამეფოს ცნობა
გულს ბევრს უნათებს.
დაე, თავად არჩიონ,
დადგნენ ღვთის მხარეს.
-
3. კარგი საქმეებით
ყველგან ვანათებთ.
სიკეთე ჩვენს სიტყვებს
ბრწყინვალებას სძენს.
მაშ, კვლავაც ვაკეთოთ
ის, რაც სწორია.
ღვთისთვის ეს საქმეები
მოსაწონია.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 119:130; მათ. 5:14, 15, 45; კოლ. 4:6)

