მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას

ვასწავლით ღვთის სიტყვას (სიმღერა 78)

ქართული
ვასწავლით ღვთის სიტყვას (სიმღერა 78)
/assets/ct/79e1b14fff/images/syn_placeholder_sqr.png
sjj სიმღერა 78

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 78

ვასწავლით ღვთის სიტყვას

ვასწავლით ღვთის სიტყვას

(საქმეები 18:11)

  1. 1. ღვთის სიტყვას როცა ვასწავლით,

    სიხარულით ვტკბებით,

    შეუდარებელი ძღვნით და

    უხვი კურთხევებით.

    ჩვენ ვბაძავთ იესოს, ღვთის ძეს,

    თუ სიყვარულს ვავლენთ.

    ვასწავლით და ვეხმარებით სხვებს,

    ღმერთს დაუახლოვდნენ.

  2. 2. რადგან ვასწავლით ღვთის სიტყვას,

    გვსურს, მოვიქცეთ სწორად,

    ყველა ხედავდეს, რომ ჩვენ ღვთის

    სინათლეს ვირეკლავთ.

    ღვთის სიტყვას ვიკვლევთ გულდასმით,

    ვწვდებით მის სიღრმეებს.

    იმ საუნჯეს, რაც ჩვენ გულში გვაქვს,

    დღეს ვუზიარებთ სხვებს.

  3. 3. ღვთისგან ვართ აღჭურვილნი, რომ

    ვუქადაგოთ ყველას.

    როცა ღმერთს თხოვნით მივმართავთ,

    ის ისმენს ჩვენს ლოცვას.

    ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია,

    ძალზე ვაფასებთ მას.

    დღეს ვისაც ვასწავლით, სულ მალე

    თავად ასწავლის სხვას.