ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 6
ღვთის დიდებას ამცნობს ზეცა
-
1. იეჰოვას სახელს ადიდებს ზეცა
და მის ნახელავზე
გვამცნობს თვით ქმნილება.
მის ძლიერ ხელს, სიბრძნეს და სიყვარულს
ცის ვარსკვლავნი გვიმჟღავნებენ,
ღმერთს უძღვნიან ქებას.
-
2. იეჰოვას კანონები, მცნებები
არის სრულყოფილი
და ძალის მომცემი.
ღვთის რჩევები სანდო და დროული,
სიტყვა მისი ჭეშმარიტი
არის თაფლზე ტკბილი.
-
3. იეჰოვას შიში არის მარადი
და მისი მცნებები
ოქროზე ძვირფასი.
მუდამ გვიცავს, გვინათებს სავალ გზას.
ღვთის წმინდა სახელს ვადიდებთ
და ვუძღვნით მას ქებას.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 111:9; 145:5; გამოცხ. 4:11)

